პარტიების დაფინანსების საკითხი - ცესკოს განმარტება
პოლიტიკა - 20:21, 22 Nov, 2016     1701
ცესკო-ში პარტიების დაფინანსების თემაზე განმარტება გაკეთდა.
ცესკო-ს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, პარტიების დაფინანსების ფორმულა დეტალურად არის განსაზღვრული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის 30-ე მუხლში, სადაც მითითებულია კომპონენტები, რომლებიც გამოიყენება თითოეული პარტიისთვის სახელმწიფო დაფინანსების განსასზღვრად. მიქელაძე ამბობს, რომ სწორედ აღნიშნულ ფორმულაშია მითითებული, რომ შესაძლოა, პილიტიკურმა პარტიამ გამოიყენოს დაფინანსებად სხვადასხვა კომპონენტები, ერთ-ერთია ფრაქციის შექმნა.


„რაც შეეხება „მრეწველებისთვის“ დაფინანსების დაჯამების თემას, აქ დაჯამება არ ხდება. გამოყენებულია პრაქტიკა, რომელიც სხვადასხვა არჩევნების დროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის და პარტიების მიერ იყო გამოყენებული, როდესაც პარტიას აქვს შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმართველობის ან საპარლამენტო არჩევნებში მიღებული შედეგიდან გამომდინარე, საბაზისო დაფინანსებიდან, ამომრჩევლების მხრიდან მიღებული ხმების რაოდენობიდან გამომდინარე, დაიტოვოს ის კომპონენტი, რომელიც მისთვის არის მისაღები. მაგალითად, პარტიამ დაიტოვოს საბაზისო კომპონენტის დაფინანსება - ამომრჩეველთა ხმების რაოდენობის მიხედვით , დავუშვათ ადგილობრივი თვითმართველობაში მიღებული შედეგის მიხედვიდან და არა საქართველოს პარლამენტის არჩევნების მიხედვით. ეს არის პარტიის უფლებამოსილება“,-აღნიშნა მიქელაძემ და იქვე დასძინა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კანონმდებლობა ავალდებულებდა, გამოეცა განკარგულება დაფინანსების ოდენობების შესახებ.

„დაფინანსების ოდენობა გამოთვლილია იმ ფორმულის მიხედვით, რომელიც არის მოცემული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის 30-მუხლის მიხედვით. ასევე, გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის არჩევნების შაჯამებელი ოქმის და საქართველოს პარლამენტიდან მიღებული ინფორმაცია ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებით. სწორედ ამის საფუძველზე ცესკო-ს თავმჯდომარემ გამოსცა განკარგულება, განკარგულებაში მითითებულია 20 პოლიტიკური პარტია რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებენ დაფინანსებას. ამ სიაში ყველაზე მაღალი დაფინანსების მქონე 7 პარტიას უფლება აქვს, დანოშნოს საკუთარი წევრები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“,- აღნიშნა მიქელაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42