"მრეწველებისთვის” წლიური 300 ათასი ლარის ოდენობით დაფინანსების გამოყოფა უკანონოა" - შავგულიძე სასამართლოს მიმართავს
პოლიტიკა - 19:00, 22 Nov, 2016     1744
”თავისუფალი დემოკრატების” წევრი, შალვა შავგულიძე ცესკოში "თავისუფალი დემოკრატების" წევრის დაკარგვას უკანონობას უწოდებს.

"ეს არის გაგრძელება ქართული ოცნების იმ პოლიტიკური კურსისა, რომ მოახდინოს კონტროლი ყველა ინსტიტუციაზე, ამ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციაზე. გამოიყვანოს მისგან არაკონტროლირებადი თავისუფალი დემოკრატების წევრები საარჩევნო კომისიებიდან და შეიყვანოს კონტროლირებადი წევრები - მრეწველები. აქ საქმე ეხება 3800 წვერს ცესკოს, საოლქო და საუბნო კომისიებს თუ შევაჯამებთ,"- აღნიშნა შავგულიძემ.

მისი თქმით, ცესკოს თავმჯდომარემ აბსოლუტურად უკანონო განკარგულება, მიიღო, რომლიც ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონის 30-ე მუხლს, კერძოდ, მის მე-4 პუნქტს, ასევე ამ მუხლის მე-8 პუნქტს ეწინააღმდეგება.
"უკანონოა ”მრეწველთა” ფრაქციის შექმნიდან გამომდინარე პარტია ”მრეწველებისთვის” წლიური 300 ათასი ლარის ოდენობით დაფინანსების გამოყოფა, ვინაიდან მე-4 პუნქტის მიხედვით, ასეთი დაფინანსება შეიძლება გამოეყოს იმ პარტიას, რომლის წევრიც გახდა პარლამენტის წევრი და რომელმაც პარლამენტში შექმნა ფრაქცია. ”მრეწველები” კი არ აკმაყოფილებენ არც ერთ ამ მოთხოვნას. ნოზაძე საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტირებული იყო საერთოდ არა პარტია ”მრეწველების”, არამედ ბლოკი”თოფაძე-მრეწველები - ჩემი სამშობლოს” წარმომადგენლად და თან უპარტიო წარმომადგენლად. ანუ ის არ იყო პარტია ”მრეწველების” წევრი. მეორე არის ”მრეწველები” არ არის საპარლამენტო პარტია, ის ვერ მოხვდა პარლამენტში. არც ბატონი ნოზაძის მიერ შექმნილად შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან ფრაქციას კანონის მიხედვით არ ქმნის ერთი კაცი, არამედ არაუმცირეს 6 პარლამენტარისა და ამ 6-დან 5 არის ”ქართული ოცნების” წარმომადგენელი, ერთია რეგისტრირებული უპარტიოდ ნოზაძე, რომელიც შემდგომ გახდა ”მრეწველების” წევრი. უკანონოა თავად ამ დაფინანსების გამოყოფა ”მრეწველებისთვის”. მეორე უკანონობა მდგომარეობს იმაში, რომ ხდება შეკრება ამ დაფინანსების პარტია ”მრეწველებისათვის” 2014 წლის თვითმმართველობის შედეგებიდან გამომდინარე დანიშნულ 236 ათას წლიურ დაფინანსებასთან. ეს შეკრებაც უკანონოა. ეს ეწინააღმდეგება 30-ე მუხლის მე-8 პუნქტს, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ პარტიამ უნდა აირჩიოს ამ ორი სახის დაფინანსებიდან ერთ-ერთი - ან ადგილობრივი არჩევნებიდან, ან საპარლამენტო არჩევნებიდან გამომდინარე, რაც გამორიცხავს ორივე დაფინანსების ერთდროულად არსებობის შესაძლებლობას. ასეთი პრაქტიკა დღემდე არასდროს განხორციელებულა და დღემდე არასდროს არც ერთ პარტიას ერთდროულად არ მიუღია დაფინანსება ორივე წყაროდან, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე”, -აცხადებს შავგულიძე. "თავისუფალი დემოკრატები" ცესკოს თაბმჯდომარის განკარგულებას გაასაჩივრებს, თუმცა "სასამართლოს იმედი არ აქვთ, რადგან მას "ქართული ოცნება" აკონტროლებს".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42