„ღიმილის მომგვრელი იყო, როგორი კომკავშირული ერთგულებით საუბრობდა მთავრობის თუ პარლამენტის წევრი, რომ, თურმე, ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემის უფლება ჰქონდა მხოლოდ პრემიერმინისტრს. თუ მაინცდამაინც გვინდა, ვიპოვოთ შემადგენელი ასეთი გადანაცვლების, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ სახელი "ნოდარი" არ მოწონთ მთავრობის სათავეში და ორი ბატონი ნოდარი აღარ იქნება მინისტრი,“ - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა.
ახალ შემადგენლობაში სამი ახალი სახე იქნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე - გიორგი გახარიას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე - ზურაბ ალავიძის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე კი ვიქტორ დოლიძის კანდიდატურები დასახელდა.
მასალის გამოყენების პირობები






