“კინგსი” მორიგ ფართომასშტაბიან სოციალურ აქციას იწყებს
პოლიტიკა - 17:39, 22 Nov, 2016     1635

საგანმანათლებლო ორგანიზაცია “კინგსი” მორიგ ფართომასშტაბიან სოციალურ აქციას იწყებს”, – ამის შესახებ სასკოლო ოლიმპიადების ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც “ნიუპოსტი” უცვლელად გთავაზობთ:

“კინგსის მორიგი ფართომასშტაბიანი სოციალური აქცია!

27 ნოემბერს საქართველოს 37 ქალაქში ათი ათასობით კინგსელი ქართული ენის საგანძურის სადარაჯოზე დადგება!

ქართული ენის ოლიმპიადის მეორე ტურზე, კინგსელების უშუალო თანამონაწილეობით, კინგსი ახალ სოციალურ კამპანიას „განაგრძე ქართული ენის ისტორიული ესტაფეტა“-ს იწყებს.

კამპანიის მიზანია, ქართული ენის, როგორც უძველესი და უძვირფასესი საგანძურის წარმოჩენა და მისი დაფასება, ისტორიული ესტაფეტის გახსენება საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცნობილი მოღვაწეების გამონათქვამებითა და ამ ესტაფეტის გაგრძელება მომავალი თაობის, კინგსის თაობის თაოსნობით.

საუკუნეების მანძილზე არაერთმა ქართველმა მამულიშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ენის შენარჩუნების, გამდიდრებისა და ღირსეულად წარმოჩენის საქმეში. ქართველმა მოღვაწეებმა წინაპართა ცნობიერების კვალდაკვალ შემოინახეს თანამედროვეობასთან ერთად განავითარეს და ახალ მწვერვალებზე აიყვანეს „ხმათა ხავერდების“ ენა.

დღეს კი, როგორც არასდროს, ამ ისტორიულ ესტაფეტას გაგრძელება, ხოლო წინაპართა შემონახულ საგანძურს გაფრთხილება სჭირდება. ამ დიდი გამოწვევის წინაშე პირველად ქართული ენის ოლიმპიადის მონაწილე კინგსელები დადგებიან. კამპანიში ჩართვის და ამ დიდი საქმის თანამონაწილეობის ნიშნად მათ 27 ნოემბერს გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების მიერ ჩვენი ქვეყნისთვის შემონახული ფასდაუდებელი გამონათქვამები გადაეცემათ, რომლებიც ასეულობით წლების მანძილზე მრავალ საზოგადო მოღვაწეს სამშობლისთვის სასარგებლო საქმის კეთებისკენ და მშობლიური ენის დაცვისკენ მოუწედებდა! ჩვენ -კინგსელები, ვაცნობიერებთ, რომ სულხან-საბას, ვაჟას, ილიას, შოთას, ტიციანის, გალაკტიონის შთამომავლები ვართ და ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ქართული ენის ისტორიული ესტაფეტა 27 ნოემბერს!” – ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42