რა ხდება ტელევიზიებში? - პრეზიდენტი მედიაში მიმდინარე პროცესებზე გამჭვირვალე პასუხებს ითხოვს
პოლიტიკა - 15:51, 22 Nov, 2016     1584
პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის თქმით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მედიაში სტაბილურობა, ჟურნალისტური საქმიანობის დაცულობა არის სახელმწიფოს დემოკრატიული ფუნქციონირების ერთერთი მთავარი ფაქტორი, ამიტომ ამ თემასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას გასაგები და გამჭვრივალე პასუხი უნდა გაეცეს. აღნიშნულ საკითხზე მიშველაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ისაუბრა:

„მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით გარემო თვისობრივად გაუმჯობესდა, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მედიაში მიმდინარე პროცესებმა არაერთი კითხვის ნიშანი გააჩინა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს ის საკითხებია, რაზეც პრეზიდენტს მუდმივად უწევს საუბარი ოფიციალურ თუ არაოფიციალურ შეხვედრებზე. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მედიაში სტაბილურობა, ჟურნალისტური საქმიანობის დაცულობა არის სახელმწიფოს დემოკრატიული ფუმქციონირების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. ყველა კითხვას და ეჭვს, რომელიც მედია-თემატიკასთან დაკავშირებით არსებობს, უნდა გაეცეს გასაგები და გამჭვირვალე პასუხი.“- განაცხადა ეკა მიშველაძემ. კითხვაზე კონკრეტულად რომელ ფაქტებს გულისხმობდა პრეზიდენტის პრესმდივანი, ეკა მიშველაძემ განაცხადა, რომ კითხვის ნიშნები გააჩინა თითქმის ყველა ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებმა.

„ჩვენ ვგულისხმობდით აბსოლუტურად ყველა პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ამ წელწადნახევრის განმავლობაში, რაც დაიწყო ჩემი და ინგა გრიგოლიას გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით, ხოლო შემდეგ მაესტროში მიმდინარე პროცესები გაგრძელდა რუსთავი2-ით, შემდეგ კი გაგრძელდა თუნდაც იგივე საზოგადოებრივი მაუწყებლის თემით. რამაც გააჩინა არაერთი შეკითხვა“- აღნიშნა ეკა მიშველაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42