,,ეტყობა პრინციპებიც ინდივიდუალურია, ბატონ ვიქტორს მოუწევს კითხვებზე პასუხების გაცემა" - ნინო გოგუაძე
პოლიტიკა - 15:42, 22 Nov, 2016     6100
"თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკურ მდივანს ნინო გოგუაძეს ყოფილ თანაგუნდელთან, ვიქტორ დოლიძესთან კითხვები აქვს.

როგორც ვიქტორ დოლიძის მინისტრის პოსტზე დასახელების შემდეგ, ნინო გოგუაძემ "ნიუპოსტს" განუცხადა, საინტერესოა, დოლიძის პოზიცია, კვლავ თვლის თუ არა, რომ პროკურატურა პოლიტიზირებულია.

"ძალიან ბევრ კითხვას დავსვამ ამ საკითხზე, რომელიც არამარტო ჩვენ, არამედ საზოგადოებასაც გაუჩნდება. 2014 წელს, ჩვენ კოალიცია "ქართული ოცნება" შემდეგი მოტივით დავტოვეთ: პოლიტიკურმა პროკურატურამ განახორციელა შეტევა თავისუფალი დემოკრატების ლიდერზე და ხუთი უდანაშაულო ადამიანი დააპატიმრა. ქვეყანაში დღესაც გვყავს პოლიტიკური პროკურატურა, ეს ადამიანები ისევ პოლიტპატიმრები არიან. ძალიან მაინტერესებს რა შეიცვალა ვიქტორ დოლიძისთვის? თუ ის აღიარებს რომ ეს ადამიანები უდანაშაულოდ არიან ციხეში, მაშინ როგორ დაბრუნდა ამ ხელისუფლებაში მინისტრის თანამდებობაზე. ეს თანამდებობა, სხვათა შორის პროტესტის ნიშნად დატოვა ბუკა პერტიაშვილმა, იმის შემდეგ დემოკრატიული პროცესები ამ სახელმწიფოში კი არ განვითარდა, არამედ კიდევ უფრო შესუსტდა. სწორედ ამ პროცესის შემდეგ სასამართლო მურუსიძეს, როგორც დამორჩილებული, პოლიტიკური სასამართლო ისე ჩაბარდა, ისეთი კანონმდებლობა მიიღეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკულად გააუქმეს. მედიაშიც მიმდინარე პროცესები, ნამდვილად არ მიანიშნებს ხელისუფლების დემოკრატიულ ხასიათზე. ასე რომ, დიახაც ჩემთვის წარმოუდგენელია, გაუგებარია როგორ შეიძლება იმ ხელისუფლებაში თანამდებობის დაკავება, რომლის პრინციპულ და ღირებულებით ოპოზიციაში იყავი სულ რაღაც ერთი თვის წინ"- უთხრა "ნიუპოსტს" ნინო გოგუაძემ.

მისი თქმით, ფაქტი, რომ დოლიძე აღარ არის "თავისუფალი დემოკრატების" წევრი არ ათავისუფლებს მას წარსულისგან.

"ერთი თვის წინ ჩვენ ერთად ვიბრძოდით ამ ხელისუფლების ოპოზიციაში. კითხვები ჩვენთან, "თავისუფალ დემოკრატებთან" აღარ არის, კითხვები არის ბატონ ვიქტორთან, მას მოუწევს ამ კითხვებზე პასუხების გაცემა,. რაც იოლი ნამდვილად არ იქნება"- განმარტა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა.

გოგუაძე აცხადებს, რომ "სხვის პრინციპებზე ვერაფერს იტყვის".

"ეტყობა ეს პრინციპებიც ინდივიდუალურია. ჩემთვის მართლა წარმოუდგენელია როგორ შეიძლება იმ ხელისუფლებასთან მუშაობა, რომელსაც პოლიტპატიმრები ჰყავს"- აღნიშნა გოგუაძემ.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძის კანდიდატურა დღეს წარადგინა.
როგორც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, ვიქტორ დოლიძე კოალიცია“ქართული ოცნების“ აქტიური წევრი იყო, რომელიც პირველივე დღეებიდან მონაწილეობდა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულების გაძლიერებაში.

"ვულოცავ ბატონ ვიქტორს ჩვენს გუნდში დაბრუნებას და ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე წარდგენას"- თქვა პრემიერობის მოვალეობის შემსრულებელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42