“საქართველოში ბიზნესგარემო, სასამართლო სისტემა, ძალადობასთან ბრძოლა მდგრად აღმასვლას განიცდის“ - პრემიერი
პოლიტიკა - 15:10, 22 Nov, 2016     1406
ჩვენ მიზნად ვისახავთ საქართველოში უფრო მაღალი ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას და ამავდროულად, ვცდილობთ, ვიყოთ გაცილებით უფრო მოქნილები, ვიდრე ტიპიური ევროპული ქვეყანაა ლიბერალური ვაჭრობისა და რეგულაციების სიმძიმის კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ინვესტორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ბიზნესის განვითარება ხელისუფლების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს, რადგან საქართველოს აქვს ბიზნესშესაძლებლობების სრულად რეალიზების ყველა რესურსი.

"როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. აღნიშნული ხელშეკრულების ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომელიც საქართველოს აძლევს უდიდეს შესაძლებლობას, თავისი პროდუქტი და მომსახურება ევროპულ ბაზრებზე გაიტანოს. სულ ახლახან ჩვენ ეს შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ-ქვეყნებთანაც დავდეთ. კიდევ 4 სახელმწიფოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებამ საშუალება მოგვცა, წვდომა გვქონოდა დამატებით 14 მილიონ მომხმარებელზე. საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ასევე დაასრულა ჩინეთთან, შეთანხმებას უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, საქართველოს არის ყველაზე ღია, ლიბერალური და თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანა რეგიონში და აქვს სტრატეგიულად მიმზიდველი გეოგრაფიული მდებარეობა. გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიო ბანკის მონაცემებიც დაასახელა, რომლის მიხედვით, ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა და გასულ წელთან შედარებით, ქვეყნის პოზიცია 7 ადგილით გაუმჯობესდა.
"ყოველწლიურად, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები საქართველოს უფრო და უფრო უკეთეს შეფასებებს აძლევენ. მსოფლიო მმართველობის ინდიკატორის თანახმად, საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი რეფორმატორი ქვეყანაა, რომლის ბიზნესგარემო, სასამართლო სისტემა, კანონის უზენაესობა, ძალადობასთან ბრძოლა, სტაბილურობა და რეგულაციების ხარისხი მდგრად აღმასვლას განიცდის. ფრეიზერის ინსტიტუტის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს ყველაზე ეკონომიკურად თავისუფალ ხუთ ქვეყანას შორისაა. ეს მართლაც ღირსშესანიშნავია," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ღონისძიების მონაწილეებს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა გააცნო.

ინვესტორის დღე, რომელიც საინვესტიციო ჯგუფ BGEO-ს ორგანიზებით გაიმართა, საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვას ისახავს მიზნად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42