"ღარიბებისთვის ჯანდაცვა სულ უფრო ხელმიუწვდომელი ხდება"- ზურაბ ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 12:00, 22 Nov, 2016     1827
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა შეძლებულებს უფრო მეტად ეხმარება, ვიდრე ღარიბებს. მისივე განცხადებით, სწორედ ამიტომ პროგრამა ძირეულ ცვილელებებს საჭიროებს, რომ იგი გაჭირვებულ მოქალაქეებზე ორიენტირებული გახდეს.

„გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის მიერ ჩატარებულმა მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევამ აჩვენა, რომ

ოჯახების მიერ ძირითად პრობლემებად გაზრდილი ფასები, მძიმე ავადმყოფობა და ოჯახების შემოსავლის შემცირება დასახელდა.

ოჯახების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული საშუალო ხარჯი, ინფლაციის გათვალისწინებით, 31%-ით გაიზარდა.

39.7%-დან (2013) 44.1%-მდე (2015) გაიზარდა იმ ოჯახების წილი, რომლებიც ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემას განიცდიან.

იმ ოჯახების წილმა, რომელსაც ფინანსურად კატასტროფული ხარჯები ჰქონდა, 23%-დან(2013) 29.8%-ს(2015) მიაღწია. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მედიკამენტების ხარჯებია.

სოციალურად გარიყულ ოჯახებში (ოჯახს აქვს ჯანდაცვაზე, განათლებაზე, დასაქმებაზე, სოციალურ დახმარებაზე, კრედიტის აღებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა) მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობა გაიზარდა და 5.6%-დან (2013) 8.1%-ზე ავიდა (2015).

ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, უყაირათო ხარჯვის გამო, ქრონიკულად არ ჰყოფნის თანხა. პროგრამაზე 35 მლნ ლარის დამატება წელს უკვე მოხდა და პროგრამის წლიური ბიუჯეტი 570 + 35 = 605 მლნ ლარი გახდა, მაგრამ საკმარისი არც ეს იქნება. მიმდინარე ხარჯების ანალიზი ცხადყოფს, რომ წლის ბოლომდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტს მინიმუმ 40 მლნ ლარის დამატება კიდევ დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ თუნდაც დეფიციტური ხარჯვით ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების დავალიანებას სრულად ვერ ისტუმრებს. ეს კი მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება.

ზოგადად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასეთი დეფიციტური ხარჯვა უარყოფითად აისახება ლარის კურსზე და, შესაბამისად, მოქალაქეების ჯიბეზე. გაჭირვებული ადამიანები კიდევ უფრო ღარიბდებიან დაჯანდაცვაზე მათი ხელმისაწვდომობა კიდევუფრო უარესდება"- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42