„პირველი ვარიანტი რაც ვნახეთ, უკვე ძალიან სავალალოა და არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მდგომარეობა გამოსწორდება. ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებლად შესამცირებელია ბიუროკრატიული ხარჯი იმისთვის, რომ ბიუჯეტი იყოს ისეთი, რომელიც მერე არ მოახდენს უარყოფით გავლენას ლარზე და ამით უარყოფით გავლენას არ მოახდენს მოქალაქეების ჯიბეზე“ - აცხადებს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
მთავრობაში კი აცხადებენ, რომ „ბიუჯეტზე საუბარი შეეძლება მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ბიუჯეტს.
„ბიუჯეტზე საუბარი შეგვეძლება მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ბიუჯეტს. ჩვენი კომიტეტის ამოცანა არის, რომ არა მხოლოდ განვიხილოთ, არამედ მონიტორინგი გავუწიოთ პარლამენტში, საქართველოს ბიუჯეტის პროექტის განხილვას,“-განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.
მთავრობის დამტკიცებისთანავე პარლამენტში მომავალი კვირიდან 2017 წლის გადამუშვებული ბიუჯეტი შევა. ბიუჯეტის პროექტი კანონმდებლებმა დეკემბრის მესამე პარასკევამდე უნდა დაამტკიცონ.
გუშინ კი საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული მიმდინარე წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესრულების ცხრა თვის ანგარიში შევიდა.
მასალის გამოყენების პირობები






