საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ჩატარებულ უშიშროების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით საუბრობს. ამის შესახებ პრეზიდენტმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემა "მთავარის" სტუდიაში ისაუბრა:
„უშიშროების საბჭო მართლაც ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობდა. ჩემი აზრით, დღევანდელი უშიშროების საბჭოს სხდომა იყო ერთ -ერთი ყველაზე საქმიანი, ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებაზე.
მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ უშიშროების საბჭოს სტატუსი 2015 წლის შემდეგ, სწორედ ამიტომ არის უფრო მაღალი. აქ მიმდინარეობს უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე მსჯელობა. ამ ფორმატის ნაწილია სწორედ პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. ეს ფორმატი მართლაც, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ კომპლექსურად გავიაზროთ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები.
დარწმუნებული ვარ რომ ახალი წევრები აქტიურად მიიღებენ სხდომებში მონაწილეობას“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






