"რუსეთი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით თავის პოზიციას არ გადახედავს" - კარასინი
პოლიტიკა - 17:22, 21 Nov, 2016     7083
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ რუსულ-ქართული ურთიერთობები მნიშვნელოვნად წინ წავიდა, რუსეთი არ აპირებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით თავის პოზიციაზე უარი თქვას. ამის შესახებ განცხადება კარასინმა Sputnik Беларусь-თან ინტერვიუში გააკეთა.

„საქართველო კვლავ დაჟინებით მოითხოვს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით ჩვენს გადაწყვეტილებას გადავხედოთ. ეს არარეალურია დღეს და არ იქნება რეალური არასოდეს. აქედან უნდა გამოვიდეთ. ჩვენ ამას ვუწოდებთ რეგიონში არსებულ ახალ რეალობას.“- განაცხადა კარასინმა.

ამასთანავე რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა რუსეთთან საქართველოს მხრიდამ მოხდა, ამიტომ საქართველოსთან ვიზალიბერალიხაციის საკითხთან დაკავშირებით ილუზიების შექმნა არაა საჭირო.

ლავროვის მოადგილემ გაიხსენა 2008 წლის მოვლენები და საქართველო ე.წ სამხრეთ ოსეთზე თავდასხმაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

„რუსეთი დაეხმარა სამხრეთ ოსეთს დაეცვა დამოუკიდებლობა, შემდეგ კი მალევე აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. მას შემდეგ 8 წელი გავიდა.“- განაცხადა კარასინმა.

2008-დან 2012 წლამდე პერიოდს კარასინმა „გაბოროტებული და ღიად ანტირუსული რიტორიკის“ დრო უწოდა. 2012 წლის ბოლოდან, მისი თქმით გარემოებები შეიცვალა. საქართველოს ახალი ხელმძღვანელობა გამოვიდა წინადადებით, განეხილათ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების საკითხი იმ სფეროებში, სადაც ეს შესაძლებელი იყო.

„ჩვენ კმაყოფილები ვართ იმით, თუ რამდენად გამოსწორდა სიტუაცია ჰუმანიტარულ კონტაქტებში, ტრანსპორტში და ვაჭრობაში.“- აღნიშნა კარასინმა. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი შევიდა საქართველოს 5 ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორში. გაიხსნა რუსული ბაზარი ქართული ღვინისთვის და მინერალური წყლისთვის და ახლა „ არსებობს ამ პროცესის გაგრძელების პერსპექტივა“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42