კობახიძემ დეპუტატებს პირველი დავალებები მისცა - ახალარჩეული პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა
პოლიტიკა - 16:52, 21 Nov, 2016     10099
დღეს, 21 ნოემბერს, ახალარჩეული პარლამენტის ბიუროს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უძღვებოდა. მან ბიუროს წევრებს პირველი პლენარული სხდომისა და საკომიტეტო სხდომების წარმატებით ჩატარება მიულოცა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დროს, ბიურომ ცნობად მიიღო საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებები საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე საქართველოს მთავრობისათვის მოვალეობის შესრულების დაკისრებისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურის წამოყენების შესახებ.

ბიურომ იმსჯელა პარლამენტის წევრის, სანდრა ელისაბედ რულოვსის მიმართვაზე მისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განმარტა, აღნიშნული საკითხის განხილვა რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად მოხდება. „როგორც მოგეხსენებათ, საკომიტეტო სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს განცხადების შემოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ და მომდევნო კვირაში, შესაბამის ვადებში, ჩვენ დავიწყებთ ამ პროცესს“,-განაცხადა გიორგი კახიანმა.

ბიურომ პარლამენტის კომიტეტების პირველი საოგანიზაციო კომიტეტების სხდომების ოქმები და კომიტეტების დებულებების პროექტები დაამტკიცა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თხოვნით მიმართა პარლამენტის კომიტეტებს, წარმოადგინონ თავიანთი დასკვნები განხილვის პროცესში მყოფ საკითხებთან დაკავშირებით.

„წინა მოწვევის პარლამენტის მიერ განხილული იყო მთელი რიგი საკითხები, რომლებიც განხილვის პროცესშია და ჩვენ გვაქვს მისაღები გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი საკითხების და კანონპროექტების განხილვა უნდა გაგრძელდეს ამ მოწვევის პარლამენტის მიერ.

მივმართავ თხოვნით პარლამენტის კომიტეტებს, დარგობრივი სპეციალიზაციის შესაბამისად, წარმოადგინონ დასკვნები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა განხილვის გაგრძელებაც მიზანშეწონილად მიაჩნიათ“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სასურველია ეს საკითხები შემდეგი სასესიო კვირისთვის მომზადდეს და აქედან გამომდინარე, მან კომიტეტებს მიმართა, მომავალ ორშაბათს სხდომებზე განიხილონ ეს საკითხები და შესაბამისი დასკვნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაუგზავნონ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხვალ, პრემიერმინისტრობის კანდიდატი, გიორგი კვირიკაშვილი მინისტრობის კანდიდატების წარდგენას გეგმავს და აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, ხვალვე, 15:00 საათზე ბიუროს სხდომა გაიმართება, რის შესახებაც დაზუსტებული ინფორმაცია დამატებით გახდება ცნობილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42