გადაულახავი ბარიერი და 300 ათასი ლარი ,,მრეწველებს“ ბიუჯეტიდან - შავგულიძემ შესაძლოა სასამართლოს მიმართოს
პოლიტიკა - 14:44, 21 Nov, 2016     1951

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის თქმით, „თოფაძე-მრეწველების“ მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარეა, რის გამოც „მრეწველთა პარტია“ ცესკო-ში წარმომადგენელსაც შეინარჩუნებს და პარტია ბიუჯეტიდან დაფინანსებასაც მიიღებს.

კახიანის განცხადებით, პარლამენტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ინფორმაციას 5-ვე ფრაქციის შესახებ მიაწვდის, რის შემდეგაც ცესკო დაფინანსების რაოდენობას შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრავს.

ფაქტს "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე აპროტესტებს და ამბობს, რომ "მრეწველების" სახელით საპარლამენტო ფრაქციის შექმნით და აღნიშნული პარტიისათვის ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარის ოდენობით დაფინანსების დამატებით, ცესკოში წევრს კარგავენ ”თავისუფალი დემოკრატები”, რაც მისივე განმარტებით, კანონის დარღვევითა და უხეში მანიპულაციით ხდება. ამასთან "თავისუფალი დემოკრატები" ”მრეწველებისთვის” საპარლამენტო ფრაქციის თანხის 300 ათასი ლარის გამოყოფასაც კანონდარღვევად აფასებენ.

”სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი მისი პარტიის, ”ქართული ოცნების” ხელით თანმიმდევრულად ახორციელებს იმ პოლიტიკას, რომ მოხდეს პოლიტიკური ველიდან დასავლური პოლიტიკური ორიენტაციის ძალების განდევნა და ქართულ პოლიტიკაში პრორუსული ძალების შემოყვანა. მოცემულ შემთხვევაში, ამ მიზნისათვის გამოყენებულია ”მრწეველთა” პარტია შემდეგი სახით: - მოგეხსენებათ, ”მრწეველთა” პარტია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა ბლოკის შემადგენლობაში, პარტია ”ჩვენს სამშობლოსთან” ერთად. ბლოკმა საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა, მიიღო ხმების მხოლოდ 0.78% და ვერ მოხვდა პარლამენტში. ამ ბლოკის სახელით კენჭს ხაშურის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატი სიმონ ნოზაძე იყრიდა, რომელიც იყო უპარტიო და ის საარჩევნო ადმინისტრაციაში წარდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებულია, როგორც ბლოკის უპარტიო კანდიდატი. ”ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის შეკრების პირველივე დღეს გამოყო ხუთი მაჟორიტარი დეპუტატი, რომლებმაც სიმონ ნოზაძესთან ერთად შექმნეს საპარლამენტო ფრაქცია სახელწოდებით - ”ქართული ოცნება - მრეწველები”. ერთი დღით ადრე, ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართა, რათა პარლამენტს ცესკოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია პარლამენტში შექმნილი ფრაქციების შესახებ, რათა ცესკოს თავმჯდომარეს გამოეცა განკარგულება პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებასთან დაკავშირებით. თავად ის ფაქტი, რომ პირველივე დღეს, ერთმანეთისთვის უცნობმა ადამიანმა შექმნეს ფრაქცია, ამას წინ უძღვოდა ცესკოს თავმჯდომარის წერილი და სხვა ინფორმაციები, რომელიც ჩვენ მოგვეპოვება, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მოფიქრებულია შემდეგი: - პარლამენტიდან თამარ ჟვანია მიიღებს წერილს, რომ შექმნილია ფრაქცია ”ქართული ოცნება - მრწეველები” და ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის 30-ე მუხლის საფუძველზე, გამოუყოფს პარტია ”მრწეველებს” დაფინანსებას 300 ათასი ლარის ოდენობით. ეს უკანონი აქტი იქნება, რადგან კანონში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ პარტია ფრაქციის შექმნისათვის დაფინანსება იმ შემთხვევაში გამოეყოფა, თუ პარტიის წევრი გახდება პარლამენტის წევრი და პარლამენტში შექმნის ფრაქციას. მოცემულ შემთხვევაში, არც ერთი ეს პირობა არ არის დაკმაყოფილებული - სიმონ ნოზაძე, როცა მისი რეგისტრაცია მოხდა, პარტიის წევრი არ იყო და ის არჩევნებში წარდგენილი იყო არა ”მრეწველების”, არამედ ბლოკის სახელით. შესაბამისად, არ შეიძლება აღნიშნული ფრაქცია პარტია ”მრწეველების” მიერ შექმნილად ჩაითვალოს. ”მრწეველებისთვის” 300 ათასი ლარის გამოყოფა უკანონო იქნება”, -აღნიშნავს შავგულიძე ,,ნიუპოსტთან".

გარდა ამისა, შავგულიძის თქმით, ადგილი აქვს კიდევ ერთ უკანონობას. კერძოდ, როგორც შავგულიძე აცხადებს, ცესკო ”მრეწველთა” პარტიას შეუკრებს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე მოპოვებულ დაფინანსებას და საპარლამენტო ფრაქციისთვის განსაზღვრულ თანხას, რაც ჯამში 536 ათასი ლარი გამოდის.

"ვიღებთ სურათს, რომ ჩვენ, ”თავისუფალმა დემოკრატებმა” საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 4.63% მივიღეთ და 4 მეათედამდე დაგვაკლდა, რომ საარჩევნო ბარიერი გადაგველახა. ”მრეწველებმა” საარჩევნო ბლოკით მიიღეს 0.78% და ასეთი დიდი განსახვავების მიუხედავად, ჩვენ ვკარგვთ საარჩევნო კომისიებში წევრების ყოლის უფლებას და ამ უფლებას მიიღებენ ”მრეწველები”. დიდი ლოგიკა და იურიდიული წიაღსვლები არ სჭირდება იმას, რომ ეს არის უსამართლობა და კანონით მანიპულირება”, - განაცხადა შავგულიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42