ტრამპის ადმინისტრაციის ძლიერი ანტიტერორისტული მიმართულება - ,,არ მესმის რა უხარია პუტინს... ფლინი, მეტისი, რომნი რუსეთს ,,ცხოვრებას გაურთულებს“
პოლიტიკა - 15:25, 21 Nov, 2016     8688

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსალოდნელ დანიშვნებთან დაკავშირებით, 45-ე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ყოველდღიურად ახალი ინფორმაცია ვრცელდება. გენერალ ფლინის შემდეგ, რომელსაც ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად დანიშნავს, საუბარია გენერალ ჯეიმს მეტისზე, რომელსაც „ცოფიანი ძაღლის“ ზედმეტსახელითაც იცნობენ.

მეტისი არის გადამდგარი გენერალი, იგი მსახურობდა საზღვაო ქვეითებში და დღეისათვის დიდი გავლენითა და რეპუტაციით სარგებლობს აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში. აშშ-ს მედია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპი გენერალ მეტისს ქვეყნის თავდაცვის მდივნად დანიშნავს.

იმისათვის, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე პირის დანიშვნა მოხდეს, იგი მინიმუმ 7 წელი უნდა ითვლებოდეს სამოქალაქო პირად. მიუხედავად იმისა, რომ მეტისი 2 წელია გადამდგარ გენერალად ითვლება, როგორც დიმიტრი შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნავს, მას კონგრესი აირჩევს, რადგან აქვს კონგრესის მხარდაჭერა.

„ის არის ლეგენდარული გენერალი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა, როგორც ავღანეთის, ასევე ერაყის კამპანიაში. მას ძალიან დიდი პოპულარობა აქვს შეიარაღებულ ძალებში, იგი არის მებრძოლი გენერალი, თან საზღვაო ქვეითების. მისი სავარაუდო დანიშვნა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ტრამპი ქმნის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ძალიან ძლიერ გუნდს, რომელიც იქნება ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებაზე და არ გაიმეორებს იმ შეცდომებს, რომელიც არის დაშვებული ობამას ადმინისრაციის მიერ, როდესაც უბრალო გადაწყვეტილების მიღებას სჭირდებოდა უამრავი დრო და უამრავი კონსულტაციები. როგორც გენერალი ფლინი, გენერალი მეტისიც არის მებრძოლი გენერალი, მისი მეორე სახელი არის „ცოფიანი ძაღლი“. ის სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით შეიარაღებულ ძალებში, რადგან ყოველთვის უშუალოდ იღებდა მონაწილეობას საბრძოლო ოპერაციებში“, - აღნიშნავს შაშკინი.

„თქვენ უნდა იყოთ პროფესიონალები, ზრდილობიანები, მაგრამ უნდა იყოთ მზად, მოკლათ ყველა, ვინც შეგხვდებათ გზაში“, - გენერალი მეტისი პირადად იღებდა მონაწილეობას ერაყისა და ავღანეთის სამხედრო მისიებში, მისი „სამხედრო ნათლობა“ კი სპარსეთის ყურეში წარმოქმნილი კონფლიქტისას მოხდა. მეტისი ასევე გამოირჩევა ირანის კრიტიკით და თვლის, რომ ირანი არის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

„მეტისი გამორჩეულია ირანის კრიტიკით. მას არაერთხელ გაუსვამს ხაზი იმისთვის, რომ ირანი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ის ირანში ყოველთვის მტერს ხედავდა. გენერალ ფლინთან ტანდემში, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იქნება ძალიან ძლიერი ანტიტერორისტული მიმართულება, „ანტი ისლამური სახელმწიფოს“ მიმართულება ადმინსიტრაციაში.

გენერალ მეტისის კარიერაში არის ისეთი რთული მომენტიც, როდესაც მისი პირადი ბრძანებით, „დრონების“ მეშვეობით იყო მიტანილი ავიაიერიში, შედეგად დაიღუპა 42 სამოქალაქო პირი, მათ შორის ბავშვები და ქალები. მიუხედავად ამისა, გამოძიებამ, რომელიც ჩატარდა, მთლიანად დაიცვა და გაამართლა გენერალი მეტისი, რადგან მან მიიღო გადაწყვეტილება იმ სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მის ხელთ იყო. ეს არის ადამიანი, რომელიც არ ერიდება გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც მაღალი პოპულარობით სარგებლობს ჯარში, საზღვაო ქვეითებში, არის ადამიანი, რომელსაც აქვს უშუალოდ მიღებული მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში, როგორც ერაყში და ავღანეთში. მისი პირველი ე.წ. საბრძოლო ნათლობა მოხდა სპარსეთის ყურეში, როდესაც პირველი კონფლიქტი იყო. გენერალი მეტისი კონგრესის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და სავარაუდოდ, არავითარი პრობლემები კონგრესში დამტკიცების კუთხით მას ბუნებრივია არ ექნება“, - აცხადებს საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი.

დიმიტრი შაშკინი მიიჩნევს, რომ ტრამპის ადმინსიტრაციაში ისეთი პირების გამოჩენა, როგორებიც არიან გენერალი ფლინი და გენერალი მეტისი, ასევე სახემწიფო მდივნის სავარუდო კანდიდატი მიტ რომნი, რუსეთის ფედერაციას „ცხოვრებას გაურთულებს“:

„მისი მეორე სახელი „ცოფიანი ძაღლი“ უკავშირდება იმ ოპერაციებს, რომლებსაც იგი პირადად ახორციელებდა საბრძოლო მოქმედებების დროს. ნამდვილად არ მესმის რა უხარია რუსეთს, რადგან პირველივე დანიშვნები მიუთითებს იმას, რომ ტრამპის ადმინსიტრაცია რუსეთისთვის ბევრად რთული სამუშაო იქნება, ვიდრე ობამას ადმინისტრაცია იყო. რომნი, რომელსაც სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე განიხილავენ, არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე რუსეთის და პირადად პუტინის. თავდაცვის სავარუდო მდივანი არის ადამიანი, რომელიც გამოირჩევა ძალიან ხისტი პოზიციებით. გენერალი ფლინიც გამოირჩევა ხისტი და სწრაფად მიღებული გადაწყვეტილებებით. ასეთი თავდაცვის მდივნის არსებობა, როგორიც არის გენერალი მეტისი, ძალიან გაურთულებს რუსეთს ცხოვრებას. ეს იქნება თავდაცვის მდივანი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას და შეასრულებს მას“, - აღნიშნავს შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42