კვლევის შედეგების პრეზიენტაციას დღეს პოლიტიკური ძალების და არასამტავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის შედეგების მიხედვით ჩანს, რომ ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირებულია, რასაც სოფრომაძე მთავრობის მიერ გატარებული სოციალური პოლიტიკით ხსნის.
„კველევის შედეგები საინტერესოა, რადგამ მასსზე დაყრდნობით უნდა გაკეთდეს ანალიზი. პირველი რაც კვლევის შედეგებიდან ჩანს ეს არის სიღარიბის შემცირება. ეს არის სახელმწიფოს მიერ გატარებული სოციალური პოლიტიკის შედეგი. იმ მაჩვენებლებს რომელმაც კვლევაში გაიჟღერა, თავისი ახსნა აქვს. ის რომ ჯანდაცვის ხარჯები იზრდება ეს პოზიტიური მაჩვენებელია, რადგან მოსახლეობას გაუჩნდა შესაძლებლობა, როგორც ტერიტორიული ისევე მატერიალური პრინციპით ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისის მიღების. შესაბამისად ჯანდაცვის სერვისის გაზხრდასთან ერთად იზრდება მედიკამენტებზეც მოთხოვნა. რაც შეეხება მედიკამენტების ხარჯებს, რიგი მედიკემენტების დაფინანსება ისედაც გათვალისწინებულია სახელმწიფო პროგრამებით.“- განაცხადა ზაზა სოფრომაძემ. მისი თქმით სახელმწიფო მუშაობს იმისთვის, რომ მედიკამენტების პრობლემა მოგვარდეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები აღარ უტოვებს საშუალებას ბავშვიან ოჯახებს, რომ ბავშვების განათლებაზე იზრუნონ. თითქმის ყველა ოჯახი აცხადებს, რომ მათი შემოსავალი კლებულობს. ღარიბი ოჯახი ავადმყოფობის გამო უკიდურეს სიღარიბეში ვარდება.
ჭიაბერაშვილის თქმით გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ბიუჯეტის ადეკვატური დაგეგმვა და ადინისტრაციული ხარჯების შემცირება. ენმ-ს წევრის განცხადებით ბიუჯეტში ისეთი პროექტები უნდა ჩაიდოს, რომელიც ამ პრობლემების აღმოფხვრაზე იქნება მიმართული, განსაკუთრებით ეს ეხება მოწყვლად ჯგუფებს.
არასამთავრობოების განცხადებით არ ხდება ბავშვების საჭიროებების გაზომვა და ამის მიხედვით მათი დაკმაყოფილება. მათი თქმით განათლების ხელმიუწვდომლობა სიღარიბის მიზეზით არის ბავშვის უფლებების დარღვევა. არასამთავრობოები ასევე ხაზს უსვამენ იმ საკითხსაც, რომ არასაკმარისია სოციალური მუშაკების რაოდენობა, რომლებმაც სწორედ ამ პრობლემების გამოვლენასა და მოგვარების გზებზე უნდა იზრუნონ.
მასალის გამოყენების პირობები






