unicef-ის კვლევა - საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს
პოლიტიკა - 13:02, 21 Nov, 2016     2470

გაეროს ბავშვთა ფონდმა მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა.

საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა წარმოადგენს ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ჩატარებულ ლონგიტუდურ კვლვევას, რომელიც ჩატარებულია ყველა იმ რეგიონში, რომელიც არის საქართველოს მთავრობის კონტროლის ქვეშ. ის იკვლევს მოსახლეობის და კერძოდ ბავშვების მრავალგანზომილებიან კეთილდღეობას (მაგ. სამომხმარებლო სიღარიბე, მატერიალური დეპრივაცია და სკოლაში დასწრება). კვლვევა ასევე ეხება სოციალურ ტრანსფერებს და სიღარიბეზე მათ გავლენებს.


ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს; მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ოჯახების საშუალო მოხმარება, არ შეცვლილა მათი შემოსავალი. ღარიბ ბავშვებს კვლავ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ვიდრე მათ თანატოლებს მდიდარი ოჯახებიდან - ეს არის იუნისეფის მიერ დღეს წარმოდგენილი მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის ზოგიერთი შედეგი.

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ და სწავლობს ოჯახებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე. 2015 წლის კვლევამ შეისწავლა სამომხმარებლო სიღარიბის, მატერიალური დეპრივაციის, სუბიექტური სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის მაჩვენებლები.

“საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სიღარიბესთან ბრძოლის სფეროში სოციალური ტრანსფერების, განსაკუთრებით კი, პენსიებისა და მიზნობრივი სოციალური დახმარების მეშვეობით,” აღნიშნა ლაილა ომარ გადმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. “სიღარიბის მაჩვენებლები შემცირდა, მაგრამ ბავშვები კვლავ რჩებიან ყველაზე დაუცველ ჯგუფად. საქართველოს სოციალური დაცვის სისტემა უნდა პასუხობდეს სოციალურ გამოწვევებს, რომლებიც დგას მისი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების წინაშე. ბავშვის უფლებათა დაცვა ახლა ისე აუცილებელია, როგორც არასდროს - და არსებითია უფრო ძლიერი და სტაბილური საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. საჭიროა მეტი ინვესტიცია ყველაზე დაუცველი ბავშვებისათვის, სხვაგვარად გვექნება ნელი ზრდა, მეტი უთანასწორობა და ნაკლები სტაბილურობა.“

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის ძირითადი მიგნებებია:

ბავშვიან ოჯახებს შორის სიღარიბის მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე უბავშვო ოჯახებში. ბავშვთა სიღარიბის დონე დაახლოებით 50%-ით უფრო მაღალია სოფლად, ვიდრე ქალაქებში.

უკიდურესი სიღარიბის (1.25 აშშ დოლარი დღეში, რაც სამ ლარზე ნაკლებია) დონე შემცირდა 2013 წელთან შედარებით 3.9-დან 2.1 პროცენტამდე მოსახლეობაში, ხოლო 6-დან 2.5 პროცენტამდე - ბავშვებში.

ზოგადი სიღარიბის (ზოგადი სიღარიბის ზღვარია დღეში 2.5 აშშ დოლარი, დღეში დაახლოებით 5 ლარზე ნაკლები) დონე მოსახლეობაში 2013 წლის 24.6 პროცენტიდან 18.4 პროცენტამდე, ხოლო ბავშვებში 28.4-დან 21.7 პროცენტამდე შემცირდა.

იმატა ადამიანთა მიერ სიღარიბეში ყოფნის სუბიექტურმა განცდამ. გაზრდილი ფასები, მძიმე ავადმყოფობა და ოჯახების შემოსავლის შემცირება დასახელდა ძირითად პრობლემებად, რასაც მოსახლეობა აწყდება.

ოჯახების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული საშუალო ხარჯი 31%-ით გაიზარდა. მედიკამენტების შეძენა ჯანდაცვაზე გაწეული მთლიანი ხარჯების მთავარ კომპონენტად რჩება.

3-5 წლის ბავშვების საბავშვო ბაღებში დასწრების მაჩვენებელი 2015 წელს 62.3 პროცენტამდე გაიზარდა 2013 წლის 57.9 პროცენტთან შედარებით.

“ყველა ბავშვს აქვს უფლება გაიზარდოს ჯანმრთელი და ძლიერი, იყოს განათლებული და დაცული, ჰქონდეს ისეთივე შესაძლებლობები ცხოვრებაში, როგორც სხვა ბავშვებს,” ამბობს ლაილა ომარ გადი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში. „ჩვენი ვალდებულებები ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით უნდა შეესატყვისებოდეს ჩვენს ქმედებებს თითოეული ბავშვისათვის. სოციალური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია შემუშავდეს ბავშვის უფლებათა დაცვის მრავალმხრივი სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის და განათლების უფრო ძლიერ სისტემებს საქართველოში თითოეული ბავშვის ცხოვრების გასაუმჯობესებლად.“

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის პრეზენტაცია ნაწილია გაეროს ბავშვთა ფონდის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა. საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ტარდება ლიტერატურული კამპანია „პატარა ისტორიები“, საჯარო დისკუსიები, სტრიტ არტი თემაზე „ყველა ბავშვისთვის, იმედი“, კონკურსი ვიზუალური ხელოვნების სტუდენტებისთვის, 70 წლისთავისადმი მიძღვნილი დასკვნითი ღონისძიება, რომელიც მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ნამუშევრების გამოფენას, მწერალთა მიერ პატარა ისტორიების წაკითხვას, ბავშვთა პარაორკესტრს, თეატრალურ წარმოდგენას და მუსიკას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42