უზენაესი სასამართლო დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვას იწყებს. „ქართული ოცნების“ წევერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც სამთავრობო გუნდთან არავითარ კავშირში არ არის:
„შეთქმულების თეორიებზე ნუ გავაკეთებთ აქცენტს, იქიდან გამომდინარე, რომ არაფერ შუაში არ არის არჩევნები და სასამართლოს გრაფიკი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში როგორც იქნა დამოუკიდებელი სისტემა, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, აქედან გამომდინარე, მას აქვს თავისი გრაფიკი, თავისი გეგმა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც არაფერ შუაში არ არის არჩევნებთან, სამთავრობო გუნდთან და ასე შემდეგ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ტელეკომპანიის მხარდასაჭერად ემზადებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები. ისინი უმაღლეს ინსტანციას მოუწოდებენ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და საქმე განსახივლელად ქვედა ინსტანციაში დააბრუნოს. მხარდამჭერი აქცია უზენაესი სასამართლოს წინ დღეს 14:00 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები






