უზენაესი სასამართლო დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვას იწყებს. ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მოსახლოებას მოუწოდა რუსთავი 2-ის დაცვისკენ.
დაგეგმილ სასამართლო პროცესზე კომენტარებს აკეთებენ „ქათული ოცნების“ წარმომადგენლები. ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ყველამ დემოკრატიული პროცესებით უნდა დაიცვას საკუთარი უფლებები:
„ვაცადოთ ყველას, რომ თავისი უფლებები დემოკრატიული პროცესებით დაიცვან. მატთვის ეს არის დემოკრატიული პროცესის ერთ-ერთი გამოხატულება, რაც კაცობრიობამ მოიფიქრა, აქედან გამომდინარე ვცეთ პატივი დემოკრატიას“, - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.
ეკა ბესელია კი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება სამართლიანი და კანონიერი უნდა იყოს:
„სამართლიანი და კანონიერი უნდა იყოს გადაწყვეტილება. დროს არ აქვს მნიშვნელობა, მტავარია გადაწყვეტილება იყოს კანონიერი“, - აღნიშნავს ეკა ბესელია.
ტელეკომპანიის მხარდასაჭერად ემზადებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები. ისინი უმაღლეს ინსტანციას მოუწოდებენ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და საქმე განსახივლელად ქვედა ინსტანციაში დააბრუნოს. მხარდამჭერი აქცია უზენაესი სასამართლოს წინ დღეს 14:00 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები






