გამოდით ჩვენ დაძახილზე და ფიზიკურად დაიცავით „რუსთავი 2“ - ნიკა გვარამია
პოლიტიკა - 12:26, 21 Nov, 2016     24642

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს მოსახლეობას ტელეკომპანიის დაცვისკენ მოუწოდა. ასევე აღნიშნა, რომ მას აქვს მოსამართლეებისა და ხელისუფლების კეთილგონიერების იმედი, რომლებიც ტელეკომპანიის საქმესთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებით ქვეყნის ბედს გადაწყვეტენ:

„პირველად არ ხდება, როდესც ჩვენ გარეთ ვდგავართ და მოგმართავთ. მოგმართავთ მოსახლეობას ვისაც აღელვებს ან არ აღელვებს რუსთავი 2-ის ბედი, შესაძლოა დღეს წყდება, მაგრამ ნამდვილად იწყება არა მხოლოდ ჩვენი ბედის, ამ კომპანიის, აქ მდგომი ადამიანების, ჩვენი გულშემატკივერების ბედი, არამედ ყველა იმ ადმაიანის ბედი, ვინც ახლა კამერებთან დგას, ვინც ჩვენ წინააღმდეგაა დ ამათ შორის იმ ადამაინების ბედი ვინც უშუალოდ გადაწყვეტს რუსთავი 2-ის საქმეს, სამი მოსამართლის პირადი კარიერის, დღეს წყდება ამ სამი ადამაინის მიერ საქრათველო როგორ გზას აირჩევს, იქნება რუსული მოდელის ოლიგარქია, თუ იქნება სუსტი მაგრამ დემოკრატია, ამ გადაწყვეტილებას იღებს პერსონალურად ეს სამი მოსამართლე, ამ სამ მოსამართლეზე გადის ისტორიული განვითარების ხაზი, რომლებიც თავად აგებენ პასუხს ისტორიულ სამსჯავროზე, ნებისმიერ შემთხვევაში შევლენ ისტორიაში, მაგრამ თვითონ უნდა აირჩიონ როგორ შევლენ ისტორიაში.

ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ დღეს წყდება მისი ბედიც. ჩვენ არასდროს არ შევიცვლით სარედაქციო პოლიტიკას, დავრჩებით კრიტიკულ ტელევიზიად, იმ შემთხვევაში თუ რუსთავი 2 იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს, არ დავიხევთ უკან, არ გადავხედავთ სარედაქციო პოლიტიკას, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი არჩევანი, მედიის საქმე არის კრიტიკა და არა ხელისუფლებისთვის ტაშის დაკვრა. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენი მაყურებლის ინტერესს ამგვარად. ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ასეა უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის, მისი დემოკრატიისთვის, ევროატლანტიკური მომავლისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს რა არის მისთვის უკეთესი, კრიტიკური ტელევიზიის ქონა, დისკომფორტში ყოფნა, მაგრამ სამაგიეროდ ევროატლანტიკური პერსპექტივის დატოვება, საკუთარი შეცდომების მყისირეად გაგება თუ მეორეს მხრიოვ პრაქტიკულად მოსპობა დემოკრატიის მომავლის, სიტყვის თავისუფლების, ევროპის კარების გამოჯახუნება, სამაგიეროდ კრიტიკის არქონა და საქართველოს მოსახლეობის დატოვება სიმართლის, განსხვავებული აზრის და კრიტიკის გარეშე. მე ეს გავლილი მაქვს როგორც მთავრობის წევრს, მერწმუნეთ, ძალიან მძიმე შეცდომა იქნება ეს თქვენი მხრიდან.

მიუხედავად ამ მოწოდებებისა, პირველ რიგში ამ მიმართულებებით გვინდოდა გვესაუბრა, რადგან არ ვკარგავთ რწმენას, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს, პირველ რიგში მოსამართლეებში, მიუხედავად ამისა, ჩვენი მტკიცე და მკაფიო გადაწყვეტილებაა, არ დავთმოთ რუსთავი 2, ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერი გადაწყვეტილების პირობებში, დავიცვათ ბოლომდე, დავიცვათ ბოლომდე ჩვენი გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, ჩვენი მაყურებლის ინტერესი.

ამ შენობაში მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც სწამთ იმისა, რასაც აკეთებენ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსთავი 2-ის ტელემაყურებელს, მხარდამჭერს, მაგრამ არა მხოლოდ მათ, ყველა იმ ადამიანს ვისაც აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი ქვეყნის მომავლის მიმართ, დაიცავით რუსთავი 2, თქვენ გარეშე ეს ამბავი ძალიან გართულდება, დაიცავით ყველა მეთოდით, რომელიც ნებადართულია კანონით, თავისუფლების დაცვა დღეს ისეა თქვენს ხელში, როგორც არასდროს, შეიძლება არსდროს არ გქონდეთ ბედნიერება საკუთარი ხელით დაიცვათ თქვენი ქვეყნის მომავალი, გამოდით ნებისმიერ აქციაზე სადაც მოგიწოდებენ, გამოდით ჩვენს დაძახილზე და ფიზიკურად დაიცავით რუსთავი 2, ეს დღეს ისეა საჭირო, როგორც არასდროს. დღევანდელი დღე უნდა გავაკეთოთ ჩვენთვითონ,დღევანდელი დღე რომელიც აუცილებლად გადაწყვეტს როგორი იქნება ხვალინდელი დღე, რუსთავი 2 არ ნებდება, აგრძელებს ბრძოლას, აქვს კეთილგონიერების იმედი იმ ადამიანების, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას, მოუწოდებს ხელისუფლებას იყოს კეთილგონიერი და ნუ დაღუპავს ქვეყანას. ჩვენ ვართ ქართველი ხალხის კეთილგონიერების იმედზე“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42