საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიაში თბილისის ბიუჯეტის 2017 წლის პროექტის განხილვა გაგრძელდება. კვირის ბოლოს კი დოკუმენტი შენიშვნებით მერიას დაუბრუნდება.
ოპოზიცია წარდგენილ ვარიანტს მხარს არ უჭერს.
„ეს არის კიდევ ერთი უმოქმედობის წელი დავით ნარმანიასთვის. 2017 წლის ბიუჯეტში არცერთი ის პრიორიტეტი არ არის გაწერილი, რომელიც აწუხებს დედაქალაქის მოსახლეობას,“-განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა თამაზ შოშიაშვილმა.
ოპოზიციის შენიშვნებს და კრიტიკას არ იზიარებს უმრავლესობა.
„არ მესმის საიდან მოიტანეს ცნება, რომ რამე მცირდება ან რაიმე ცვლილება ამ კუთხით არის დაგეგმილი. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, ის. რაც დაადგინა თბილისი საკრებულომ, თბილისის მერიამ, ყველა სოციალურად დაუცველს გაორმაგებულად მიეცემა კომუნალური ვაუჩერი,“-აცხადებს ჯაბა სამუშია.
მასალის გამოყენების პირობები






