ეს ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო თავმჯდომარის რანგში.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობა.
,,გულახდილი და პოზიტიური საუბარი შედგა. პირველ რიგში ვულოცავ კობახიძეს ახალ თანამდებობას, ქართულ ოცნებას კი არჩევნებში გამარჯვებას. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ საქართველომ წინსვლა გააგრძელოს. ამავდროულად ეს არის პასუხისმგებლობაც. ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ მთავარი აქცენტები ქვეყნის სტრატეგიულ, ეროვნულ ინტერესებზე გაკეთდეს. ასევე ვურჩიე საკონსტიტუციო რეფორმაც მაქსიმალურად ინკლუზიურად განხორციელდეს. მოხარული ვარ, რომ სპიკერისა და კომიტეტების ხელმძღვანელობისგან მოვისმინე, რომ ისინი გააგრძელებნ მუშაობას ჩვენი საერთო, ევროატლანტიკური ინტერესებიდან გამომდინარე“ - განაცხადა ბრიჯით ბრინკსმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია ირაკლი კობახიძეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი.
მასალის გამოყენების პირობები






