"არ აქვს არცერთი კიდური, მარტოა... არასოდეს მინახავს ადამიანს ასე სჭირდებოდეს დახმარება"- აკა სინჯიკაშვილი
სოც.მედია - 19:09, 19 Nov, 2016     19092
გიორგი ჩერქეზიშვილი გურიაში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში ცხოვრობს, ის 56 წლის შშმ პირია. მას ჯანმრთელობის პრობლემებთან ერთად გაუსაძლის სოციალურ პრობლემებთან გამკლავებაც უწევს. მისი საცხოვრებელი უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია და როგირც გიორგი ჩერქეზიშვილი ამბობს ის ამ პირობებში ზამთრის ვერ გადაიტანს.

გიორგი ჩერქეზიშვილს დამხმარედ ის ადამიანი გამოუჩნდა, რომლის მთავარი მოწოდებაც არის, რომ სახელმწიფოს დახმარების ლოდინის ნაცვლად "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს". სწორედ აკა სინჯიკაშვილმა მოინახულა გაუსაძლის პირობებში მყოფი გიორგი ჩერქეზიშვილი და ქველმოქმედების ორგანიზებას ჩვეული გულმოდგინებით შეუდგა, აკა სინჯიკაშვილი მოქალაქეებს ერთად დგომისკენ და გაჭირვებაში მყოფი თანამოქალაქის დახმარებისკენ მოუწოდებს

„მოკლედ ვიყავი ამ ადამიანთან დღეს. არასოდეს მინახავს რომ ადამიანს ესე ძალიან სჭირდებოდეს დახმარება. გიორგი ცხოვრობს სოფელ ნატანებში, ახალშენის დასახლებაში. არ აქვს არცერთი კიდური, ცხოვრობს სულ მარტო ამ სახლში. სახლში ზუსტად ისე ქრის ქარი, როგორც გარეთ, ჭერიდან წყალი ჩამოდის და კედლები ღიაა. ცხოვრობს პენსიით,180 ლარით, რომელიც რა თქმა უნდა არ ჰყოფნის არაფერში. არ აქვს სახლში არაფერი, არც ავეჯი არც თეთრეული, არც ტელევიზორი. მეზობლები ეხმარებიან სამადლოდ.

ყველაზე ძალიან იმაზე წუხს რომ ადამიანად არ მთვლიანო. არჩევნების დროს ყუთიც არ მომიტანეს სახლში, კაცად არ მთვლიანო

ზეგ დავბრუნდები ამ კაცთან ხელოსნებით და სამშენებლო მასალით, სახლი თუ არ შევუკეთეთ, მართლა ვერ გადაიტანს ზამთარს. ხვალ, ვიდგები ნახალოვკაში ქარვასლასთან, 7- დან 8 საათამდე და თუ ვინმეს რამის გამოტანება გინდათ შევაგროვებ. იქნებ რაღაცნაირად სახლის შესაკეთებელი ფული შევუგროვოთ რა, ბიჭებიც წამოვალთ და ხელოსნებს დავეხმარებით. აბა ჩვენ ვიცით . ჩვენთვითონმივხედოთერთმანეთს

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე:

ანგარიშის ნომერი: თიბისი ბანკი

GE90TB7603845061100016

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს"

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით. Akaki Sinjikashvili“- წერს აკა სინჯიკაშვილი ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42