“დედას ეცოდებოდა და კლინიკაში გადაყვანას ეწინააღმდეგებოდა“ - დედ-მამის მკვლელობის დეტალები
შემთხვევა - 16:17, 19 Nov, 2016     60867
„ნიუპოსტისთვის“ წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში დღეს დილით მომხდარი საზარელი მკვლელობის დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

ოფიციალური ინფორმაციით, 35 წლის ივანე ქ -მ მშობლებს ნაჯახით მოაჭრა თავი, შემდეგ კი ხეზე მავთულით თავის ჩამოხრჩობა სცადა.

როგორც ირკვევა 85 წლის მშობლების განზრახ მკვლელობაში ეჭვმატანილს ფსიქიური პრობლემები აღენიშნება და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში აღრიცხვაზე იმყოფება.

„ნიუპოსტს“ სოფელ ლიაში გამგებლის წარმომადგენელმა ვახტანგ კვირკველიამ განუცხადა, ივანე ქ - წლების წინ მედიკამენტოზური მკურნალობის ქვეშ იმყოფება.

„როცა წამლებს იღებდა, ჩვეულებრივად იქცეოდა, კომუნიკაციაც ჰქონდა მეზობლებთან, თუმცა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ძალიან აგრესიული გახდა. გვერდითა მეზობლისთვის უთქვამს, ფული ვასესხე ვიღაცას და არ მაძლევსო, სახლში საჭმელსაც არ ჭამდა თურმე, რადგან ოჯახის წევრები მედიკამენტებს საჭმელში უყრიდნენ. სახლში მოხუც მშობლებთან ერთად, დაც ცხოვრობს. დღეს დილით გოგონა მეზობელთან გადასულა, ივანეს კი განსაკუთრებული სისასტიკით მოუკლავს მშობლები. პოლიციის მობილიზების შემდეგ ბრალდებული სახლის უკან მდბარე ტყეში გაიქცა და თავის ჩამოხრჩობას შეეცადა, პოლიციამ მიუსწრო, როგორც ვიცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი“- აცხადებს სოფლის რწმუნებული.

ვახზტანგ კვირკველიას თქმით, დაკავებული სკოლაშიც დადიოდა და ოჯახის ექიმის კონსულტაციითაც სარგებლობდა.

ამასთან როგორც „ნიუპოსტისთვის“ გახდა ცნობილი, ბრალდებული სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინაც დაკითხეს. ადგილობრივების თქმით, 35 წლის ახალგაზრდას მეზობლისგან თოფის შეძენა სურდა, თუმცა აღნიშნულმა პიროვნებამ ბრალდებულის ფსიქოლოგიური პრობლემის გათვალისწინებით თოფის მიყიდვაზე უარი უთხრა.

„გუშინწინ, პოლიციაში, თვითონ მისულა და უთქვამს მეზობელი თოფს არ მაძლევს და დააკავეთო. სამართალდამცავებმა მშობლებს ურჩიეს შესაბამის დაწესებულებაში მოეთავსებინათ, თუმცა დედა წინააღმდეგი წავიდა - ეცოდებოდა. ქალბატონის დაჟინებული მოთხოვნით პოლიციამ იმავე დღეს გამოუშვა. სახლში მისულს ვენები გადაუჭრია და აგრესულად იქცეოდა. დღეს კი ეს სისასტიკე ჩაიდინა.“- უთხრა „ნიუპოსტს“ გარდაცვლილებისა და ბრალდებულის მეზობელმა.

ბრალდებული ზუგდიდში, რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება. პაციენტი გონს მოვიდა, თუმცა მედიკოსებთან კონტაქტზე უარს აცხადებს.

სამეგრელოში მომხდარ საზარელ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 109 მუხლით აღიძრა, რაც დამამძიებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ცხედრები პოლიციამ ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.

დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42