მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა
პოლიტიკა - 15:50, 19 Nov, 2016     1198
2016 წლის 19 ნოემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ქვეყანაში ვიზიტად მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ბრიჯიტ ბრინკთან.

შეხვედრაზე ისაუბრეს მიმდინარე წლის ოქტომბერში, საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ. მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საარჩევნო პროცესი, აღნიშნეს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მოპოვებული საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საზოგადოების მხრიდან მნიშვნელოვანი დადებითი გზავნილი და ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება ქვეყანაში რეფორმების გატარებისა და ეკონომიკური განვითარების გაგრძელებისთვის. მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ის მხარეს მადლობა გადაუხადა სადამკვირვებლო მისიებში აშშ-ის აქტიური ჩართულობისა და არჩევნების მშვიდად ჩატარებაში გაწეული დახმარებისთვის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო არის საბჭოთა სისტემიდან დემოკრატიაზე წარმატებული ტრანსფორმაციის ყველაზე კარგი მაგალითი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული იქნება საქართველოს მთავრობის ოთხ-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ამოცანების მიღწევა, კერძოდ, განათლებისა და საგადასახადო სისტემის რეფორმა, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ინკლუზიური მმართველობის კუთხით.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს აშშ-ში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსა და ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბების პროცესზე. ბრიჯიტ ბრინკის განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს მხარდამჭერად. მისივე თქმით, შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე, რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42