დიმიტრი ქუმსიშვილმა ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნაში მონაწილეობა მიიღო
პოლიტიკა - 15:46, 19 Nov, 2016     1757
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში შპს „ასლანგელ ალიანსის“ ახალი საწარმოს გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. საწარმო პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.

წარმოების მშენებლობა დაიწყო 2016 წლის 3 ივნისს და მიმდინარეობდა 5 თვის განმავლობაში. საწარმო აღჭურვილია გერმანული წარმოების, ამ დარგის ყველაზე თანამედროვე დანადგარებით. ამ ეტაპზე განხორციელდა 30 მლნ. ლარის ინვესტიცია. მშენებლობის პროცეში დასაქმდა 200 მდე ადამიანი. წარმოების პროცესში პირველ ეტაპზე დასაქმებულია 130 ადამიანი. სამომავლოდ იგეგმება ინვესტიციის გამხორციელება დამატებით 50 მლნ. აშშ დოლარამდე, ხოლო დასაქმებული მუშახელის რაოდენობა 300 მდე გაიზრდება.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ახალი საწარმოს ინვესტორს გოჩა ჩხაიძეს გაწეული საქმიანობის შესახებ და განაცხადა, რომ „ასკანგელ ალიანსი“ ბენტონიტური თიხების წარმოება-გადამუშავებაში დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქციის 95 პროცენტი საექსპორტოა. მისი თქმით, წლების განმავლობაში ბენტონიტური თიხების საბადოებს გურიაში სათანადო ყურადღება არ ექცეოდა, რის გამოც არ იყო გამოყენებული აღნიშნული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი.

„ეს არის ყველაზე ხარისხიანი თიხები და გამოიყენება 1000-ზე მეტ პროდუქციაში“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. კერძოდ, ბენტონიტური თიხებიდან წარმოებული პროდუქცია გამოიყენება ლითონჩამომსხმელი წარმოებაში საყალიბედ, ნავთობმოპოვებაში, ღვინის წარმოებაში ფილტრაციისთვის, საღებავების წარმოებაში, ჰიდროენერგეტიკაში, კერამიკულ წარმოებაში, სამშენებლო ინუსტრიაში, ქაღალდის მრეწველობაში, ფარმაცევტიკაში, მედიცინაში, პარფიუმერიაში და სხვ.

გურიის მხარეში ვიზიტისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე მონაწილეობა მიიღო ჩოხატაურში ხელოვნების სასახლის გახსნაში. მისი მშენებლობა 2015 წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით6 განხორციელდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42