ჩოხატაურში ხელოვნების სასახლე გაიხსნა
პოლიტიკა - 14:03, 19 Nov, 2016     1958
ჩოხატაურს ხელოვნების ახალი სასახლე აქვს, - 2,5 მილიონამდე ლარის ღირებულების პროექტი, რომლის განხორციელება 2015 წელს დაიწყო, ძირითადად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
ახლად აშენებული სასახლე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.
ხელოვნების სასახლე აღჭურვილია განათებისა და ხმის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების აპარატურით და სხვადასხვა ტიპის ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.
"ჩოხატაურის კულტურის სახლის მშენებლობა დაგეგმილი იყო 70-იან წლებში, შემდეგ ის მიწასთან გაასწორეს და აქ არაფერი იგეგმებოდა. ეს არის ძალიან დიდი შენაძენი ჩოხატაურის რაიონისთვის, მთლიანად გურიისთვის და საქართველოსთვის, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაიონებში კულტურული ცხოვრების აღორძინება და განვითარება. აქ ბავშვები ივლიან, იქნება წარმოდგენები, შესაძლებელია კინოფილმების ჩვენებაც. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულის პერიოდში, აქედან წასული ოჯახები დაბრუნდნენ და იყოს სრული კულტურული ცხოვრება, ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, ნახონ ფილმები, დაესწრონ წარმოდგენებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადგიოლობრივებისთვის, რადგან შესაძლებელია, ბევრი წრე მოეწყოს, აქ იქნება ბავშვების განათლება კულტურის მიმართულებით და მინდა, ჩოხატაურელებს მივულოცო ეს დიდი შენაძენი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მშენებლობაზე სხვადასხვა პერიოდში 100-ზე მეტი ადგილობრივი იყო დასაქმებული. ხელოვნების სახლში მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრი და „კულტურის ცენტრი“ განთავსდება. 350 მაყურებელზე გათვლილი შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42