საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მმართველი გუნდის გეგმებზე საუბრობს. როგორც თალაკვაძემ „კურიერთან“ საუბრისას აღნიშნა, იგი იმედოვნებს, რომ განახლებული გუნდი დასახული ამოცანების გადაჭრას შეძლებს:
„ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური. საკუთრების, ადამიანის უფლებები დაცულია, მზად არის ქვეყანა სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის... მომდევნო 4 წელიწადში ვეცდებით ვუზრუნველვყოთ სწრაფი ეკონომიკური განვითარება.
ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მზად ვართ კონსტრუქციული სამუშაო გარემო შევთავაზოთ თითოეულ ადამიანს, ვინც პარლამენტში არის დღეს არჩეული. დღეს მომეჩვენა, რომ თუნდაც ნაციონალური მოძრაობა ორად იყო გაყოფილი, არის გუნდში ნაწილი, რომელიც რეალობას ხედავს და ხედავს თანამშრომლობის საჭიროებას, არის მეორე ნაწილი, რომელიც თითქოს გაბრაზებულის როლს თამაშობდა, დარწმუნებული ვართ, რომ კომპლექსების გადალახვას შევძლებთ,“- აღნიშნა თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






