,,118 კაციან უმრავლესობას სჭირდება ჩაქუჩის ჩამრტყმელი, კარგი თავმჯდომარე კი პარლამენტს, ქვეყანას და ოპოზიციას“ - ბაქრაძე
პოლიტიკა - 18:45, 18 Nov, 2016     3365
საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ და მე-9 მოწვევის პარლამენტის უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მაკოორდინირებელი ფუნქციის შესრულება გაუჭირდება, რადგან ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს აგრესიულობით გამოირჩეოდა. თუმცა იმ შემთხვევაში თუ ირაკლი კობახიძე შეძლებს ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოსვლას, ბაქრაძე აცხადებს, რომ მზადაა ითანამშრომლოს და პოზიტიურ მცდელობებში მხარი დაუჭიროს:

„ჩვენ ვიხილეთ ირაკლი კობახიძე საარჩევნო კამპანიის დროს, სადაც ის აკეთებდა ძალიან მწვავე განცხადებებს, რომელიც იყო მისი პარტიული ინტერესების დასაცავად და ეს განცხადებები ხშირად ჩვენს შემთხვევაშიც იყო ობიექტურობის ზღვარს მიღმა. მთავარი გამოწვევა, რომელიც მას ექნება იქნება გადაწყობა ახალ რეჟიმზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ქმნის არა მისი პარტიის დაცვა, არამედ ოპოზიციასთან თანამშრომლობა და ურთიერთობა. ნებისმიერი პარლამენტის თავმჯდომარეს ირჩევს უმრავლესობა, მაგრამ ქმნის და აფასებს ოპოზიცია. თუ შეძლებს ირაკლი კობახიძე, რომ ეს გაიაზროს და შეძლებს ოპოზიციისკენ ნაბიჯების გადმოდგმას. იყოს გამაერთიანებელი და იმუშაოს საერთო ინტერესების, კომპრომისების და კონსესუსების გზით, ჩვენ ასეთი მუშაობისთვის მზად ვართ. მას მოუწევს დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია განსხვავებულ სტილში მუშაობა“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, მიუხედავად არსებული კითხვის ნიშნებისა, მას სურს რომ პარლამენტის თავმჯდომარის და პარლამენტის მუშაობა ნაყოფიერი იყოს:

„მისი საკუთარი უმრავლესობა, როგორ შეაფასებს ეს გასაგებია, მე მინდა იმედი ვიქონიო, რომ საქართველოს პარლამენტს ეყოლება კარგი თავმჯდომარე, კარგი თავმჯდომარე არ სჭირდება საპარლამენტო უმრავლეობას. 118 კაციან უმრავლესობას სჭირდება ჩაქუჩის ჩამრტყმელი ადამიანი, რომელმაც უბრალოდ მიკროფონის ჩართვა გამორთვა იცის. კარგი თავმჯდომარე სჭირდება პარლამენტს, ქვეყანას და ოპოზიციას.მე მინდა იმედი ვიქონიო, რომ ის შეძლებს საკუთარ თავში გადალახოს ის რაც ჩვენ საარჩევნო კამპანიის დროს დავინახეთ და მინდა ვუთხრა რომ ნებისმიერ პოზიტიურ მცდელობაში იყოს უფრო კონსოლიდირებული, შემრიგებლური და კონსოლიდირებული კომპრომისზე და მუშაობაზე, ნებისმიერ ასეთ მცდელობაზე ჩვენ მზად ვიქნებით მხარი დავუჭიროთ“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42