"იმედი მქონდა, რომ მეცხრე მოწვევის პარლამეტის სხდომა ქვეყნის და დემოკრატიის ზეიმი იქნებოდა მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგი დადგებოდა ცალკეული პოლიტიკური პარტიისთვის. თუმცა, ყალბები ვიქნებით თუ ამ დღეს საზეიმოდ ჩავთვლით. თქვენ ყველაზე კარგად იცით, რომ არჩევნები სამართლიანი არ ყოფილა. თქვენ ადამიანების დაშინებითა და მოსყიდვით მიაღწიეთ ამ შედეგს.
დღეს თქვენ ფიცი დადეთ არა კონსტიტუციისა და ქვეყნის წინაშე, არამედ არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის წინაშე, რომელსაც 4 წლის განმავლობაში უმტკიცებდით ერთგულებას და მგონია ასევე გააგრძელებთ.
თქვენი მმართველობის პერიოდში, მოარღვიეთ ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და ამის მაგალითია სუსი, რომელიც ადამიანების პირად ცხოვრებაში ქექვითაა დაკავებული. იგივე შეიძლება ითქვას სასამართლო სისტემაზე, რომელიც არაფორმალურ მმართველს ემორჩილება და არა კანონს, კონსტიტუციას და წესრიგს.
დღეს არაფორმალური მმართველი კარნახობდეს ჟურნალისტებს როგორ დასვან კითხვა და ცდილობს დაიმორჩილოს მედია. ამის მაგალითია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა. ამ დროს კი, ეს ის მედიასაშუალებაა, რომელიც ფაქტობრივად პლურალისტული გარემოს გარანტია და ამ ბრძოლას აგრძელებთ ცუდად ჩანიშნული უკანონო პროცსსის სახით.
სწორდ ამ არაფორმალური მმართველობის პირობებში ირღვევა ადმიანების უფლებები, მათ შორის სექსუალური, რელიგიური და სხვა სახის უმცირესობათა უფლებები. ამ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება პარლამენტის თავმჯდომარეს” - განაცხადა ხოშტარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






