"წინასაარჩევნო კამპანია იყო ძალადობა, მუქარა, მოსყიდვა, დაშინება, წარმოუდგენელი ხარისხით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამის შედეგად ჩვენ მივიღეთ პარლამენტში ალოგიკური არაპროპორციული, არაადეკვატური სურათი, გვყავს პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარმაც კი არა დაუჭირა მხარი და ეს პოლიტიკური გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობით არის წარმოდგენილი. თქვენ შეიძლება ძალიან გიხაროდეთ, კმაყოფილებას ხართ მიცემული, რადგან გგონიათ თავი გამარჯვებულად, ძალიან მალე თქვენ დაინახავთ, რომ გადაულახავი სიძნელეები გელოდებათ, თქვენი ძალადობრივი არჩევნებით მოპარული თუ მოპოვებული ძალაუფლება გაკისრებთ და მძიმე ტვირთი მოგცათ, რომელიც უნდა გასწიოთ, რასაც ვერ შეძლებთ. თქვენ იყავით სიძულვილის ენით გამორჩეული პოლიტიკური ძალა, გუნდი, რომელიც ცდილობდა ოპონენტების დემონიზაციას."- აღნიშნა მელიამ.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის გამოუცდელი ადამიანია და ნულოვანი ავტორიტეტით სარგებლობს.
"კობახიძე ნათლად წარმოაჩენს რბილად რომ ვთქვა იმ დეფექტს თქვენი გუნდისა, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდი. თქვენს რიგებშიც კი ბატონი კობახიძე ყველაზე მეტად გამოირჩეოდა აგრესიულობით, ურცხვად ცდილობდა ყველა ოპონენტზე უზნეო და ამორალური იარლიყების მიწებებას,"- განაცხადა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






