"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ არ შეიძლება სასამართლო ემორჩილებოდეს არაფორმალურ მმართველს.
“ჩვენ 4 წელი ვნახეთ დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევა. არ შეიძლება სუს-ი იყოს მთავარი პოლიტიკური მოქმედი პირი, არ შეიძლება იყოს სუს-ი დაკავებული ადამიანის პირად ცხოვრებაში ქექვით. არ შეძლება სასამართლო ემორჩილებოდეს არაფორმალურ მმართველს. არ შეძლება მოსამართლეები ძაღლებს ასეირნებდნენ მაშინ, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი იმართება. ეს არის არა რომელიმე პარტიის პრობლემა, არამედ მთლიანად ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პრობლემა. არ შეიძლება ქვეყნის არაფორმალური მმართველი ჟურნალისტებს კარნახობდეს როგორ უნდა დასვა კითხვა და არ შეიძლება არაფორმალური მმართველი იმორჩილებდეს მთელ მედია სივრცეს,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და პირობაც მისცა:
„მე მინდა მათ დავპირდე ამ ტრიბუნიდან, რომ აუცილებლად ძალიან პრინციპულად და მტკიცედ ვიბრძლებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, დღევანდელი სხდომა ყოფილიყო მართლაც საზეიმო, იმიტომ რომ ნებისმიერი პარლამენტის გახსნა, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ნამდვილად უნდა ყოფილიყო საერთო ქვეყნის ზეიმი, დემოკრატიის ზეიმი მიუხედავად იმისა, რა შედეგი დადგებოდა თითოეული პარტიისთვის, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ ყალბები და მოვატყუოთ ჩვენს თავს, თუ დღევანდელი დღე ჩვენთვის მართლაც საზეიმო გახდება, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და ყველაზე კარგად იცით ეს თქვენ, რომ ეს არჩევნები არ ყოფილა სამართლიანი. ყველაზე კარგად იცით თქვენ, როგორ დააშინეთ, მოისყიდეთ ადამიანები, ამიტომ სამწუხაროდ, მე დღეს ვერ ვიზეიმებ დემოკრატიას და სამართლიანობას“, - განაცხადა ხოშტარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






