მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ხალხისა და ჩვენი სამშობლოს წინსვლას მოვახმარ - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 16:17, 18 Nov, 2016     3954

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტს სიტყვით მიმართა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ. შესავალ სიტყვაში მან მადლობა გადაუხადა ქართველ ამომრცეველს იმ ნდობისთვის, რაც მათ არჩევნების შედეგების მიხედვით გამოამჟღავნეს. მისი თქმით ხალხის ნდობით აღჭურვილი მეცხრე მოწვევის პარლამენტი მუშაობას იწყებს.

„დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციისა და პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციის დაბალი ხარისხი. ამ პრობლემის დაძლევა არსებითად იქნება დამოკიდებული საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე და იმ ურთიერთობებზე, რომლებიც პოლიტიკურ სუბიექტებს შორის პარლამენტში განვითარდება. პოლიტიკური პარტიების მიერ გამოვლენილი სათანადო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პოლიტიკურ პროცესებში მათი დასავლური სტანდარტებით მოქმედება მნიშვნელოვნად დააჩქარებს პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის პროცესს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩემი არჩევის შემთხვევაში, ჩემს უმთავრეს ამოცანად მესახება პარლამენტში ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქართველოში პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას და დემოკრატიული პროცესების შეუქცევად განვითარებას.

ჩემი პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ამ თანამდებობის ზოგადი როლიდან და ფუნქციიდან გამომდინარე, ჩემს საპარლამენტო საქმიანობას და მთელ ჩემს ძალისხმევას მივმართავ იმისკენ, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ძალას, თითოეულ დეპუტატს ჰქონდეს შესაძლებლობა, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს საქართველოს განვითარებისა და წინსვლის საქმეში.

და ბოლოს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, ძალას არ დავიშურებ დემოკრატიული პროცესებისა და პარლამენტარიზმის ტრადიციების შემდგომი განვითარებისთვის, განუხრელად დავიცავ საქართველოს ინტერესებს და მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ხალხისა და ჩვენი სამშობლოს წინსვლას მოვახმარ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42