საკონსტიტუციო რეფორმა ამ მოწვევის პარლამენტის განსაკუთრებული გამოწვევაა - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 16:09, 18 Nov, 2016     1232

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტს სიტყვით მიმართა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ. შესავალ სიტყვაში მან მადლობა გადაუხადა ქართველ ამომრცეველს იმ ნდობისთვის, რაც მათ არჩევნების შედეგების მიხედვით გამოამჟღავნეს. მისი თქმით ხალხის ნდობით აღჭურვილი მეცხრე მოწვევის პარლამენტი მუშაობას იწყებს.

კობახიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტს, როგორც ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის მქონე კონსტიტუციურ ორგანოს, ეკისრება უმნიშვნელოვანესი როლი ხელისუფლების დანაწილების სისტემის ფუნქციონირებაში:

„მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის შეუქცევადი განვითარება. ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა, სამართლის უზენაესობა და დემოკრატია არის ის ღირებულებები, რომლებსაც უნდა დაეფუძნოს ხელისუფლების ყოველი მოქმედება. ამ პრინციპების დაცვის საქმეში საქართველოს პარლამენტს განსაკუთრებული როლი ეკისრება. გასული ოთხი წლის მანძილზე, საქართველომ განიცადა განსაკუთრებული ფუნდამენტური წინსვლა დემოკრატიული განვითარების მიმართულებით. აუცილებელია ამ მიღწევის კიდევ უფრო გამყარება და ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის სტანდარტის პერმანენტული ამაღლება, რაც საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებულ ყურადღებას და ძალისხმევას მოითხოვს.

საქართველოს პარლამენტს, როგორც ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის მქონე კონსტიტუციურ ორგანოს, ეკისრება უმნიშვნელოვანესი როლი ხელისუფლების დანაწილების სისტემის ფუნქციონირებაში. მომდევნო 4 წლის განმავლობაში უფრო მეტად უნდა განვითარდეს ხელისუფლების დანაწილების იმგვარი სისტემა, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს- პარლამენტს, პრეზიდენტს, მთავრობას, სასამართლო ხელისუფლებას შორის ურთიერთპატივისცემაზეა აგებული. მხოლოდ ამგვარი ურთიერდამოკიდებულების პირობებში შეძლებს თითოეული კონსტიტუციური ორგანო, და, რაც მთავარია,მთლიანად სახელისუფლებლო სისტემა, ჯეროვან და ეფექტიან ფუნქციონირებას ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.

მინდა აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო რეფორმაც, რომლის განხორციელებაც ამ მოწვევის პარლამენტის განსაკუთრებული გამოწვევაა, სწორედ ამ პრინციპების დაცვით უნდა განხორციელდეს. საქართველოს პარლამენტმა უნდა დააფუძნოს კონსტიტუციის გადასინჯვის იმგვარი ფორმატი, რომელიც ყველა შესაბამისი მხარის ფართო ჩართულობისა და ფართო კონსესუსის საფუძველზე მოგვცემს კონსტიტუციონალიზმის თანამედროვე პრინციპებთან სრულ, ვიმეორებ- სრულ, შესაბამისობაში მყოფი დოკუმენტის შექმნის შესაძლებლობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42