"პრეზიდენტი თავის გამოსვლაში პრაქტიკულად ყველა აქტუალურ თემას შეეხო და შეეხო ისეთი პოზიციიდან, რაც საკამათო არ არის, რომ ამა თუ იმ მიმართულებით სამუშაოები გასაუმჯობესებელია და ამის სურვილი ყველას მიერ უნდა იყოს გაზიარებული. პრინციპში სავსებით გასაგები იყო პრეზიდენტის პოზიცია"- განუცხადა "ნიუპოსტს" რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგის თქმით, სასურველია თანამშრომლობის მოწოდების შემდეგ პრეზიდენტმაც გადადგას შესაბამისი ნაბიჯი.
"ვისურვებდი, რომ როდესაც თანამშრომლობის მოწოდება (გასაგები მოწოდება) არის პარლამენტის მიმართ, ალბათ ასეთი თანამშრომლობის ვალდებულება თვითონ პრეზიდენტის მიმართაც არსებობს. სასურველი იქნებოდა პრეზიდენტს თავის ვალდებულებებზეც ესაუბრა. პრეზიდენტის სიტყვაში შინაარსობრივად იყო გარკვეული მენტორული ელემენტები, ამიტომ ვამბობ, რომ თავისი გადადგმული ნაბიჯების შეფასებაც გაეკეთებინა"- აღნიშნა საყვარელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






