საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად, მთავრობის წევრები ასრულებენ მთავრობის წევრების მოვალეობას. იქედან გამომდინარე, რომ მოხდა ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობას ავტომატურად შეუწყდა უფლებამოსილება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა ანა დოლიძემ განუცხადა.
„გარდამავალ პერიოდში, სანამ მოხდება ახალი მთავრობის დაკომპლექტება, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ჩვენი მთავრობის წევრები ასრულებენ მთავრობის წევრების მოვალეობას.
როდესაც მოხდება ახალი პრემიერის წარმოდგენა და ახალი მთავრობის დაკომპლქტება, რა თქმა უნდა, აღარ გვეყოლება მოვალეობის შემსრულებელი და გვეყოლებიან მთავრობის წევრები“, - განამარტა დოლიძემ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცედურები პარლამენტში მომავალი კვირიდან დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები






