„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერობის კანდიდატის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა მხოლოდ მეტი პასუხისმგებლობაა. ამის შესახებ თალაკვაძემ „მოამბის“ ეთერში განაცხადა.
„გულზე ხელს ვიდებ და ისე გეუბნებით - არ ვიცი, ვის სურს, საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხედ წარმოაჩინოს, მაგრამ ჩვენთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა არის მხოლოდ მეტი პასუხისმგებლობა და უფრო ეფექტური საშუალება იმისათვის რომ გავატაროთ სწრაფი რეფორმები და მივიღოთ სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. ამიტომ, თუ ჩვენ გამოვიყენებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, გამოვიყენებთ ამ მიზნებისთვის, დანარჩენს დრო დაგვანახებს“ - განაცხადა მან.
ასევე, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტის თბილისში გადატანასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია იყო „ხელოვნურად აგორებული შავი კამპანია“ და საპარლამენტო უმრავლესობა არ აპირებს ამ გადაწყვეტილების მიღებას, თუ ეს არ იქნება მოსახლეობის მოთხოვნა.
მასალის გამოყენების პირობები






