„მწვანე ქალაქი“ და ენერგოეფექტურობა"- თბილისის მერიის ახალი პრიორიტეტები EBRD-თან ერთად
პოლიტიკა - 13:58, 18 Nov, 2016     721
თბილისის მერია ,,ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან" (EBRD) თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებს. „მწვანე ქალაქის“ და ენერგოეფექტურობის მიმართულებით EBRD-მა, საკონსულტაციო გრანტის ფარგლებში, ის კომპანიები შეარჩია, რომელთა კონსულტანტებიც თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად ორი მიმართულებით იმუშავებენ:

1. მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის შემუშავება - კომპანია „EMPRESS";

2. მუნიციპალურ შენობებში ენერგოეფექტურობის ტექნიკურად განხორციელების ანალიზი - კომპანია „ACCIONA INGENIERIA“.

პროექტზე და თანამშრომლობის გზებზე სასაუბროდ თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს EBRD-ის წარმომადგენლებს შეხვდა. დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრას მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები და ენერგოეფექტურობის თემაზე მომუშავე საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში, შეიქმნება მუნიციპალური შენობებისა და მოხმარებული ელექტროენერგიის მონაცემთა ბაზა, შეირჩევა სარეაბილიტაციო შენობები, რის შემდეგაც განისაზღვრება ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიებები და მეთოდები.

დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტი, სწორედ, ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფაა და ამ მიმართულებით თბილისის მერია აქტიურ მუშაობას განაგრძობს.

მისივე თქმით, ენერგოეფექტურობის მნიშვნელობას ხაზს უსვამს, საპილოტე პროექტის ფარგლებში, თბილისის საჯარო ბაღების ენერგოეფექტურ შენობებად გადაკეთება, რის შედეგადაც გაცილებით ნაკლები რესურსი იხარჯება აღნიშნული ბაგა-ბაღების მოვლა-პატრონობაზე.

„მუნიციპალურ შენობებში ენერგოეფექტურობის განხორციელება აქტუალურია, ერთის მხრივ, საბიუჯეტო ხარჯების ეფექტური გამოყენებისა და, მეორეს მხრივ, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, რადგან მკვეთრად მცირდება გამონაბოლქვის მოცულობა. ამასთან, პროექტი მნიშვნელოვანია ევროკავშირის წინაშე და „მერების შეთანხმების“ ფარგლებში აღებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესასრულებლად, რომლის მიხედვითაც CO2-ის მოცულობა 2020 წლამდე 20%-ით უნდა შემცირდეს. კომპეტენციის ფარგლებში, თბილისის მერიის ყველა სამსახური მზად არის, საკითხზე აქტიურად იმუშაოს “-განაცხადა თბილისის მერმა.

შეხვედრაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივ შენობებში ენერგოეფექტურობის თემაზე პრეზენტაცია გამართეს. სტუმრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ენერგოეფექტური პროექტის განხორციელების მიზნით თბილისის მერიისა და EBRD-ის თანამშრომლობა წარმატებული იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42