პრეზიდენტის მესიჯები ხელისუფლებას - "პრეზიდენტმა ტრიბუნიდან ილაპარაკა ის, რაც უნდა ეთქვა"
პოლიტიკა - 14:12, 18 Nov, 2016     5873

მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომის გახსნისას პრეზიდენტის სიტყვას და მთავარ გზავნილებს "ნიუპოსტთან" ექსპერტი გია ხუხაშვილი გამოეხმაურა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ინსტიტუციებს შორის არსებულ პრობლემას ხაზი ღიად და მკაფიოდ გაუსვა.

"პრეზიდენტმა ისაუბრა იმ პრობლემებზე, რაც ახასიათებდა წინა მოწვევის პარლამენტს და საერთოდ მთლიანობაში ხელისუფლებას. პირველმა პირმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ხარვეზები მომავალში გამოსწორდება, როგორც კონსტიტუციასთან მიმართებაში, პირადად მასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ასევე სურვილი გამოთქვა, რომ ინსტიტუციებს შორის ურთიერთობა უფრო ჯანსაღ იერს შეიძენს. პრეზიდენტმა ტრიბუნიდან ილაპარაკა ის, რაც უნდა ეთქვა"- უთხრა "ნიუპოსტს" გია ხუხასვილმა.

ექსპერტმა იმედი გამოთქვა, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია პრეზიდენტთან ურთიერთობის ფორმატს შეცვლის. რაც შეეხება პირველი სხდომის გამართვის თარიღზე პრეზიდენტთან შეუთანხმებელი განცხადების გაკეთებას, ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს ერთი პოლიტიკოსის აზრი იყო.

"წინასწარ ზედმეტი სკეპტიციზმიც არ ვარგა, ზედმეტი ოპტიმიზმიც არასწორი იქნება. დაველოდონ მოვლენების განვითარებას. წინასწარ იმაზე საუბარი, მიიღებს თუ არა მმართველი ძალა პრეზიდენტის ინიციატივებს, მეტი კომუნიკაციის მხრივ, ეს მალე გამოჩნდება. რაც შეეხება თარიღთან დაკავშირებულ ინცინდენტს, ვფიქრობ, რომ ეს არ იყო მთლიანად პარტიის პოზიცია. ეს უფრო ერთი დეპუტატის ზედმეტი მოძრაობა იყო. რასაც სხვა ლიდერებმა ქართული ოცნებიდან ადეკვატური პასუხი გასცეს. ეს იყო ერთი დეპუტატის უაზრო პროვოკაციული კინკლაობის წამოწყების მცდელობა"- თქვა მან.

დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისში, პარლამენტის სასახლეში ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გახსნა.

საქართველოს პრეზიდენტმა ახალარჩეული პარლამენტის წევრებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ქვეყნის საკეთილდღეოდ წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტის არჩევით საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე. „საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული 150 დეპუტატი, რომელიც განახორციელებს მომავალი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში, სხვადასხვა პოლიტიკური პატიების წინაშე წარმოქმნილ გამოწვევებზე და ამის შედეგად, საზოგადოებაში გაჩენილ განწყობებზე ისაუბრა. „პოლიტიკური პროცესი არჩევნებით არ მთავრდება, არამედ, პირიქით, იწყება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა მე-9 მოწვევის პარლამენტის შემადგენლობას თანამშრომლობისა და კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი შესთავაზე.

„ვერ შევეგუები სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეთი ინსტიტუციური, კონსტიტუციური უფლებების შელახვის ჩანაფიქრსაც კი. გამოვთქვამ მზადყოფნას აქტიური თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მან ახალ საპარლამენტო უმრავლესობას, რომელიც პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობით არის წარმოდგენილი შესთავაზე, რომ თახმობითა და თანამშრომობით, „შექმნილი ვითარება იქცეს პროგნოზირებად და კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სტაბილურობად“.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42