„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ ვითანამშრომლოთ პრეზიდენტთან, როგორც კონსტიტუციის გარანტთან და ჩვენი საკონსტიტუციო მოწყობით ხელისუფლების ერთ-ერთ შტოსთან. თანამშრომლობის განწყობით ვართ და იმედია ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც ქართულ სახელმწიფოს ეკადრება“- განაცხადა ზოიძემ.
აკაკი ზოიძემ პრეზიდენტის აღჩევის წესსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა ფართო დისკუსიის შედეგად უნდა მოხდეს:
„ჩვენმა ლიდერებმა არაერთხელ დააფიქსირეს რომ პრეზიდენტის არჩევის წესი საკონსტიტუციო მოწყობის მთლიან ჭრილში უნდა განვიხილოთ. ჩვენი ამოცანაა, რომ საზოგადოებრივ კონსესუსს მივაღწიოთ საკონსტიტუციო მოდელთან დაკავშირებით, რომელიც ერთერთი ნაწილია პრეზიდენტის არჩევის წესი და არა ძირითადი.“- განაცხადა ზოიძემ, მისი თქმით ამ საკითხზე ფართო დისკუსია და მსჯელობა უნდა გაიმართოს როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, ასევე სამოქალაქო სექტორთან, მეცნიერებთან და ვენეციის კომისიასთან.
ზოიძის განცხადებით პრეზიდენტის მხრიდან მართმლსაჯულების რეფორმის საკითხიც მნიშვნელოვნად იყო წამოწეული და მმართველი გუნდიც ამ რეფორმის განვითარებას და წარმატებულად დასრულებას აპირებს. ზოიძის თქმით, ახალი პარლამენტი ასევე ყველაფერს შეეცდება იმისთვის, რომ მედიის და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლება უზრუნველყოფილი იყოს.
მასალის გამოყენების პირობები






