დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი მომავალ საპარლამენტო საქმიანობაზე საუბრობს და ასევე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ სიტყავს, რომლითაც გიორგი მარგველაშვილმა მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა:
„ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა აუცილებელია, სანამ ჩვენ ამ ტიპის რეჟიმში ვართ და მე მგონი, ეს საკითხიც ძალიან მნიშნელოვანია, მაგრამ გრძელვადიანი, რომ საქართველომ საბოლოოდ გადაწყვიტოს, რომელი რეჟიმი არის მისთვის ყველაზე მისაღები და მისი განვითარებისთვის ყველაზე კარგი. მე ვთვლი, რომ საპრეზიდენტო არის კარგი ფორმა. ვთვლი, რომ ამაზე ვინმემ არ უნდა იმსჯელოს და ეს უნდა იყოს საზოგადოების გადაწყვეტილება თუ რა მიმართულება იქნება. თანამშრომლობა აუცილებელია, თუმცა, პრეზიდენტის დღევანდელმა ტონმა გამაოცა. დღეს დილით მქონდა განწოყობა, რომ სკოლაში შევდიოდი, და გაამძაფრა ეს განწყობა, თითქოს დირექტორი გველეპარაკებოდა. ვთვლი, რომ ეს პარლამენტი უნდა იყოს ბევრად საქმიანი და ამ საქმიანობის ნაწილი არის ის, რომ თანამშრომლობა ნამდვილად შედგეს.
შეიძლება ისე მოხდეს რომ ქართულ ოცნებას ყველაფერში მხარი დავუჭირო და შეიძლება არაფერში, იმედი მაქვს, რომ მე დამიჭერენ მხარს იმ ინციიატივაში, რომელიც მეც გავაჟღერე, რომელიც უცხოეთში მყოფი ქართველების საკითხს ეხება. მგონია, რომ ძეგლთა დაცვის კანონი მოითხოვს ცვლილებებს. ცხადია, საგარეო საკითხებში ვიქნები აქტიური, მაგრამ არა კომიტეტში.
პატრიოტთა ალიანსთან ვნახოთ როგორი ურთიერთობა მექნება, ნაციონალებთან თანამშრომლობა იქნება რთული. ვიცი ზოგიერთი წევრი, რომელიც არ არის პასუხისმგებელი არცერთ დანაშაულზე და არიან დღეს პარლამენტში, თუმცა, მათგან სინანული არ მომისმენია“, - განაცხადა სალომე ზურაბშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






