პრეზიდენტის ინსტიტუტი - "პოლიტიკურ ნაბახუსევზე გაკეთებულ განცხადებებს სერიოზულად ვერ აღვიქვამთ"
პოლიტიკა - 13:37, 18 Nov, 2016     1803
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა. პრეზიდენტმა ახლადარჩეულ დეპუტატებსა და მინისტრთა კაბინეტს სიტყვით მიმართა. მარგველაშვილის სიტყვა „კურიერთან“ საუბრისას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განმარტა.

აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი მზად არის ითანამშრომლოს საქართველოს ახლადმოწვეულ პარლამენტთან. იგი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ მოხდება მრავალ საკითხთან მიმართებით თანამშრომლობა:

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულ შემთხვევაში წინა პარლამენტის შემთხვევაშიც მოხერხდა გარკვეულ საკითხებზე თანამშრომლობა, მაგრამ რა თქმა უნდა სურვილი არის უფრო მეტი. სწორედ ამიტომ, ეს იყო თვისობრივად განსხვავებული პრეზიდენტის მიმართვა ამ შემთხვევაში პარლამენტისადმი. კერძოდ, შეეხებოდა თანამშრომლობის ფორმატებს, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის საქართველოს პარლამენტთან. თუმცა, ამავდროულად პრეზიდენტმა გაუსვა ხაზი იმას, რომ ის არასოდეს შეეგუება ინსტიტუტების დისკრეციას და არასოდეს შეეგუება მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დარღვევას. ამ ფარგლებში ბუნებრივია არის ძალიან დიდი სივრცე თანამშრომლობის, საქართველოს პრეზიდენტი და ადმინისტრაცია არის მზად ამ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებებს უმრავლესობის მხრიდან კი აბაშიშვილი „პოლიტიკურ ნაბახუსევზე გაკეთებულ კომენტარებს“ უწოდებს:

„რაც შეეხება პრეზიდენტის ინსტიტუტს, პოლიტიკურ ნაბახუსევზე გაკეთებულ განცხადებებს სერიოზულად ვერ აღვიქვამთ, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ხედავს კონსტიტუციაში ცვლილებების აუცილებლობას და ამ კუთხით მიესალმა პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომ შეიქმნას საკონსტიტუციო კომისია, რომელიც ვენეციის კომისასთან ერთად მოამზადებდა ცვლილებებს, რომელიც ნამდვიალდ სჭირდება საქართველოს კონსტიტუციას“, - აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

ევროკავშირის მისიის ჩამოსვლას საქართველოში აბაშიშვილი დადებითად აცხადებს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია სასამართლო სისტემებთან დაკავშირებით არსებული კითხვები აღარ არსებობდეს:

„ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინციატივა, მისიის ვიზიტი, თუ გვსურს ვილაპარაკოთ რეფორმებზე, უმთავრესი არის სასამართლო, უნდა შევძლოთ, თუ არსებობს კითხვის ნიშნები სასამართლოსთან მიმართებაში, ეს კითხვის ნიშნები უნდა იყოს მოხსნილი“, - დასძენს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

აბაშიშვილი პრეზიდენტის განცხადებას მედიასთან დაკავშირებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი არის ის ადამიანი და მისი ადმინისტრაცია ის ინსტიტუტი, რომელიც მუდამ იდგება მედიათავისუფლების სადარაჯოზე:

„ჩვენ ვხედავთ მთელ რიგ პრობლემებს მედიასივრცეში, საქართველოს პრეზიდენტი იყო ის პიროვნება, რომელიც აქტიურად იცავდა მედიის თავისუფლებას, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მედიის თავისუფლების სადარაჯოზე. ეს კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული პრეზიდენტის მხრიდან“, - განმარტავს გიორგი აბაშიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42