„ოპტიმიზმის საფუძველს მაინც არ იძლევა ივანიშვილის ეს უმრავლესობა. მაგრამ ყოველთვის უნდა დავიტოვოთ იმედი, რომ შეიძლება უკეთესი იყოს, ვიდრე იყო. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ძალიან უარესი მაინც არ გახდეს. რაც შეეხება პრეზიდენტთან თანამშრომლობას, შეიძლება რაღაც გამოცდილება დაგროვდა ივანიშვილის გარემოცვაშიც, რომ ისეთი ველური მეთოდებით არ უნდა იმოქმედონ ზოგადად ინსტიტუტების, ამ შემთხვევაში კი პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ. მათი წინასაარჩევნო განცხადებები და ზოგადად ივანიშვილის პრესონალური თვისებები არანაირი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, ამიტომ პროგნოზებს ვერ გავაკეთებ. პრეზიდენტმა ახსენა იმ გამოწვევების და პრობლემების ნაწილი, რომელიც ჩვენს წინაშე დგას და უფსკრულის პირას მივყავართ ჩვენ, როგორც ქვეყანა. ამ პრობლემების შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის თვითონ ამ გუნდს, შეიძლება პერსონალურად ყველას არა, რადგან აქ ახლებიც არიან, თავად იმ კაცს, რომელმაც ეს გუნდი შექმნა და განსაზღვრავს დღის წესრიგს სამწუხაროდ. ამიტომ ასე უბრალოდ მოწოდებებით ეს პრობლემები არ გადაწყდება. პრეზიდენტისგან ჩვენ მოველით უფრო მეტ თანმიმდევრობას და სიმტკიცეს მინიმუმ. აქამდე ესეთ თანმიმდევრულობას ადგილი აქ ქონია. ჩვენ როგორც ოპოზიცია მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ივანიშვილს დისკომფორტი შევუქმნათ, ყველა იმ ნაბიჯზე, რომელსაც ის ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგამს.“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ეკონომიკური მდგომარეობა, კრიმინალი, უსაფრთხოება, მედიის მდგომარეობა, პოლიტიკური დევნა- ეს ის საკითხებია, რომელზე აქცენტის გაკეთებასაც ენმ აპირებს, ბოკერია თქმით მთავარი პრობლემა ისაა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ანგარიშვალდებულებას არა ხალხის წინაშე, არამედ ივანიშვილის მიმართ გრძნობს. ბოკერიამ ენმ-ს დეპუტატების როდენობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტში შესული ენმ-ს წევრები ყველა ტრიბუნას გამოიყენებენ და მაქსიმალური შედეგის მიღწევას შეეცდებიან:
„27 კაცი ცოტაა ძალიან, მაგრამ ჯობია ნაკლებს და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ტრიბუნა. საქართველოს ისტორიას ქონია ბევრად უფრო მძიმე მომენტები, არაა ისტერიკის დრო, აქ არის დრო მხნეობის, როგორი რთული ვითარებაც არ უნდა იყოს და მაქსიმალური შედეგის მიღწევის.“- განაცხადა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






