აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას გააკეთა და კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პრემიერის ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.
მხარი დავუჭირე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას და მაღალი სანდოობის უზრუნველსაყოფად, შევთავაზე ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის შექმნა პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერმინისტრის თანათავმჯდომარეობით, რომელიც საქართველოს პარლამენტს, ვენეციის კომისიის ჩართულობით მომზადებულ, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის დოკუმენტს წარუდგენს.მთავარი, რაც დღეს ჩვენს სახელმწიფოს ესაჭიროება, სწორედ ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების გამყარებაა, და არა ყველა შტოსა და ინსტიტუციის ერთ ხელში თავმოყრა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, არსებობენ პოლიტიკური კულტურები, სადაც კონსტიოტუციონალიზმი, საერთოდ დაუწერელი კონსტიტუციის ან საუკუნეების წინ შექმნილი დოკუმენტით, იდეალურად ხორციელდება. ნათელია, რომ ამის გარანტი არის პოლიტიკური კლასის, საზოგადოების სამართლებრივი ტრადიციისადმი ერთგულება. ქართულ კონსტიტუციონალიზმს კი, სწორედაც რომ არასახარბიელო - კონსტიტუციის პოლიტიკურ ინტერესებზე მორგების ტრადიცია გააჩნია. შესაბამისად, კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევა აუცილებელია.
მასალის გამოყენების პირობები






