საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა. პარლამენტში ახლადარჩეული დეპუტატები არიან შეკრებილები.
„ქართული ოცნების“ წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ იგი არასდროს ყოფილა ანგარიშვალდებული ადამიანების წინაშე რომლებსაც არ იცნობს, მაგრამ მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არის ეპოქის გმირი:
„ყველა ადამიანი აქ ვინც არის წარმოდგენილი, დარწმუნებული ვარ, რომ არის ინდივიდი, შესაბამისად ისინი გუნდთან ერთად საბოლოო ჯამში მიიღებენ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს, მე არასდროს ვყოფილვარ იმ ადამიანების წინაშე ანგარიშვალდებული, ვისაც არ ვიცნობ, თუმცა, აქ არ უნდა დაგვავიწყდეს და ძალიან გულწრფელი ვარ ამ შეფასებაში, რომ ეს ადამიანი არის ერთ-ერთი გმირი ეპოქისა, იქიდან გამომდინარე, რომ მან სხვა ადამიანებთან ერთად, რომლებსაც ასევე გმირებს ვუწოდებ, ჩვენი გუნდის ძველ წევრებს მათ შორის, შეძლეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის შეცვლა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






