როგორ გადანაწილდა მანდატები მე-9 მოწვევის პარლამენტის შემადგენლობა
პოლიტიკა - 10:51, 18 Nov, 2016     4110
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი დღეს შეიკრიბება. "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს და პარლამენტში 115 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. "ნაციონალურმა მოძრაობამ"პარლამენტში 27 დეპუტატის შეყვანა მოახერხა. 6 კაცით შედის პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსი", საკანონმდებლო ორგანოში ,,მრეწველების” ერთი წევრი და ერთი დამოუკიდებელი დეპუტატიც იქნება წარმოდგენილი.


უკვე ცნობილია ვინ იქნება პარლამენტის ახალი თავმჯდომარე, ამ ადგილს ირაკლი კობახიძე, დაიკავებს.

მე-9 მოწვევის პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარის ვიცე-სპიკერებიიქნებიან: თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, ზვიად ძიძიგური და ილია ნაკაშიძე. ნაციონალური მოძრაობიდან სერგი კაპანაძე, ხოლო პატრიოტთა ალიანსიდან ირმა ინაშვილი.

არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იქნება. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან დავით ბაქრაძე იქნება.

ფრაქცია "ქართულ ოცნებას" მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.

საპარლამენტო თანამდებობებს რაც შეეხება ის ასე გადანაწილდა:

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ოთარ დანელია, მისი მოადგილეები კი გელა სამხარაული და ირაკლი შიოლაშვილი იქნებიან.

განათლებისა მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში იქნება , მისი პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი, მეორე მოადგილე კი - გუგული მაღრაძე.

გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა იქნება, პირველი მოადგილე - ზაზა ხუციშვილი, მეორე მოადგილე კი - ენძელა მაჭავარიანი.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე იქნება რომან კაკულია, პირველი მოადგილე - გიორგი ბეგაძე, მეორე მოადგილე კი - რევაზ არველაძე.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იქნება ზვიად კვაჭანტირაძე, პირველი მოადგილე - სალომე ზურაბიშვილი, მეორე მოადგილე - ირაკლი მეზურნიშვილი.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იქნება თამარ ხულორდავა, პირველი მოადგილე - ირინა ფრუიძე, მეორე მოადგილე კი ბექა ნაცვლიშვილი იქნება.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშილი იქნება, პირველი მოადგილე - ირაკლი ბერაია, მეორე მოადგილე კი კობა კობალაძე გახდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ეკა ბესელია უხელმძღვანელებს, მისი პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი იქნება, მეორე - დავით მათიკაშვილი.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე იქნება გიორგი ლილუაშვილი, პირველი მოადგილე - მერაბ ქვარაია, მეორე მოადგილე - კობა ლურსმანაშვილი.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა იქნება, პირველი მოადგილე - ნინო გოგუაძე, მეორე მოადგილე - დიმიტრი ცქიტიშვილი.

საპროცედურო კომიტეტს უხელმძღვანელებს გიორგი კახიანი, მისი პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი იქნება, მეორე მოადგილე კი - შალვა კიკნაველიძე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ირაკლი კოვზანაძე უხელმძღვანელებს, მისი პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე იქნება, მეორე კი ირაკლი ბერაია.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე იქნება, მისი პირველი მოადგილე - დიმიტრი ხუნდაძე, მეორე კი ლევან კობერიძე იქნებიან.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს სოფო კილაძე უხელმძღვანელებს. ამ თანამდებობაზე უარი მანანა კობახიძემ თქვა.

სპორტის კომიტეტს კი მიხეილ ყაველაშვილი უხელმძღვანელებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42