კვირიკაშვილმა მინისტრ გელა დუმბაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა
პოლიტიკა - 18:21, 17 Nov, 2016     2284

მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გელა დუმბაძეს გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის მადლობას გადაუხადა და დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებაზე ისაუბრა.

„გელა დუმბაძემ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები განახორციელა მინისტრობის პერიოდში. მათ შორის იყო ჩვენი თანამოქალაქეების უფასოდ გადმოსვენება სამშობლოში და სამშობლოს მიწას მიბარება, რაც დიდი შვება იყო ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებისთვის. მან ასევე დიდი წვლილი შეიტანა ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საქმეში, იუსტიციის მინისტრთან ერთად. ეს იყო მართლაც ისტორიული მოვლენა საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც საქართველოს გადმოეცა ლევილის მამული. ასევე აღსანიშნავია ათობით შეხვედრა საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებთან სხვადასხვა ქვეყანაში. მე თვითონ მქონია ეს ბედნიერება, რომ ემოცია გაგვეცვალა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებთან, რომლებიც იმყოფებიან საქართველოსგან ძალიან მოშორებით. მინდა ვთქვა, რომ გელას როლი ამ მიმართულებით იყო ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განხორციელდება სტრუქტურული ცვლილება და დიასპორის მიმართულება იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროში, ხოლო გელა დუმბაძე საქმიანობას დიპლომატიურ სფეროში გააგრძელებს. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ დიასპორების რეალურ საჭიროებათა მთავარი ადრესატი საგარეო საქმეთა სამინისტროა. მისივე განმარტებით, სახელმწიფოს მიდგომა დიასპორის საკითხებისადმი კიდევ უფრო მასშტაბური უნდა გახდეს, რა მიზანსაც ემსახურება დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილება.
„ საგარეო საქმეთა სამინსიტროს აქვს ბუნებრივად ის რესურსი, რომელიც დიასპორის მიმართულებით უნდა დაიხარჯოს და ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაფართოვებთ ამ მიმართულებით საქმიანობას, რათა თითოეული ჩვენი თანამოქალაქე იყოს ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი. მინდა, გელა დუმბაძეს წარმატება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, ის იქნება ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42