,,როგორ არ გრცხვენიათ?!" - ღია წერილი ემიგრანტ ქალებს
სოც.მედია - 18:38, 17 Nov, 2016     80218

„ნებისმიერ ასაკში, ოდესმე რომ დედაჩემს ეთქვა, წლობით უნდა გადავიკარგო, რომ შენ უზრუნველყოფილი ცხოვრება გქონდესო, იმავე დღეს გავიდოდი ქუჩაში და ვიმუშავებდი ნებისმიერ სამსახურში“, - წერს სოციალურ ქსელში ბლოგერი გურამ შეროზია.

გურამ შეროზია: „ამასწინათ ერთ ჩემ არც თუ ისე შორეულ, 26 წლის ნაცნობს კონფლიქტი ჰქონდა ემიგრანტ დედასთან – ფული დროზე გამომიგზავნე და ბინა მიყიდე, თორემ ჩამოვალ და მოგკლავო, ემუქრებოდა. ისე გავცოფდი, ლამის შევთავაზე 10 წლის მანძილზე გადაკარგულ და ფაქტობრივად, შვილის გამო მონად მომუშავე ქალს, რომ მე გავუწევდი შვილის მაგივრობას და მისი შვილად წოდებული ნაგავი არაფერს იმსახურებდა მისგან!

სხვა ქეისიც იყო ადრე, ქალი 7 წელი ინახავდა ქმარს და შვილებს, ქმარი თავის მხრივ საყვარელს და ამას იმით ხსნიდა, რომ ამდენი ხანი სექსის გარეშე აბა როგორ ეცხოვრა. თითქოს ემიგრანტ ცოლს არ ჰქონდა ბუნებრივი მოთხოვნილებები და სქესიდან გამომდინარე, ავტომატურად ეკისრებოდა თმენის ვალდებულება. ჩამოვიდა და დახვდა გაუცხოვება მთელი ოჯახის მხრიდან, თითქოს დანაშაული ჩაიდინა, რომ დაბრუნდა და ოჯახს შემოსავალი მოაკლო.

უკეთესი შემთხვევაც არსებობს, ამერიკაში წასულმა ჩემმა ნაცნობმა ქალმა, გაიცნო ადგილობრივი მამაკაცი, დაქორწინდა და ქმარს „პენსია“ შეუწყვიტა, რის შემდეგაც ქმარიც და მისი მეგობარი ქალიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ამერიკაში დაქორწინებული ემიგრანტი ქალი კი – მომენტალურად „ბოზად“ შეირაცხა, რაც დიდი იმედი მაქვს სულ ფეხებზე ჰკიდია.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მინდა რამდენიმე თხოვნით მოგმართოთ, ძვირფასო და კეთილო ემიგრანტო ქალებო:

1. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ არ გაქვთ მუქთახორა ქმრების და სრულწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება, ძიძად აქაც იმუშავებთ და გარკვეული შემოსავალიც გექნებათ, თუ ფუფუნებაში უნდათ ცხოვრება, კეთილი ინებონ და ასწიონ თავადაც ერთი ადგილი!

2. გთხოვთ, დაივიწყეთ გამოთქმა: შვილია და რა ვქნა. წახვალთ, გამოზრდით, დაბრუნდებით და თითქოს უცხო ხართ მათთვის, თითქოს დამნაშავე ხართ, რომ შემოსავლის წყარო მოაკელით და იმდენს ვეღარ ხარჯავთ მათ გართობაში.

3. კი ბატონო, ამაში ლომის წილი თქვენია, თქვენ გაანებივრეთ ქმარი, შვილის ნაცვლად კიდევ – დედის კალთას გამოკერებული, ვერ რეალიზებული არსება გამოზარდეთ, მაგრამ ყველაფერი გამოსწორებადია. აიძულეთ იცხოვროს, როგორც ზრდასრულმა ადამანმა და ეს არასდროს არის გვიან.

4. პრობლებემის დიდი ნაწილი სათავეს გაუნათლებლობიდან და სიბნელიდან იღებს! ეცადეთ ბავშვობიდან ჩაუნერგოთ ბავშვებს, რომ ყველას ჩვენი ცხოვრება გვაქვს და სრულწლოვანება დამოუკიდებლობის სინონიმი უნდა გახდეს.

5. იფიქრეთ ცივი გონებით, გჭირდებათ კი შვილი, რომელსაც მხოლოდ მაშინ უყვარხართ, როცა ფინანსურად უზრუნველყოფთ და საერთოდ არ ფიქრობს თქვენს ბედნიერებაზე?

6. წადით ქმართან ერთად, თუ კონტრ არგუმენტი ის არის, რომ კაცი ძიძად ვერ იმუშავებს, მშენებლობაზე დაასაქმებთ, ან მებაღედ, ან პროფესიის შესაბამის სამსახურს მოძებნის

ჩემი ოჯახი მდიდარი არასდროს ყოფილა და ფინანსური ჩავარდნებიც ხშირად გვქონდა. ნებისმიერ ასაკში, ოდესმე რომ დედაჩემს ეთქვა, წლობით უნდა გადავიკარგო, რომ შენ უზრუნველყოფილი ცხოვრება გქონდესო, იმავე დღეს გავიდოდი ქუჩაში და ვიმუშავებდი ნებისმიერ სამსახურში, ოღონდ დედა ჩემს გვერდით შემენარჩუნებინა!

ვერანაირი ფინანსური კომპენსაცია ვერ შემიცვლიდა დედას და მის გარეშე „მაძღრობის“ ნაცვლად, უალტერნატივოდ ავირჩევდი მასთან ერთად შიმშილს.

როგორ არ გრცხვენიათ მუქთახორა და უმადურო შვილებო?!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42