აშშ-ის საელჩო საქართველოში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება
პოლიტიკა - 15:53, 17 Nov, 2016     13773
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, რომელიც 2003 წლის არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ის მაშინდელი ელჩის პოზიციას შეეხებოდა. საელჩოს განცხადებით სააკაშვილის განცხადება, რომ აშშ-ის მთავრობამ ვერ შეძლოდროულად დაეგმო 2003 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, მცდარია:

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ აშშ-ის მთავრობამ ვერ შეძლო დროულად დაეგმო 2003 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, არის მცდარი. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადენელმა გამოხატა შეშფოთება არჩევნებთან დაკავშირებით 2003 წლის 3 ნოემბერს და ასე გაგრძელდა ხმის დათვლის მთლიანი პროცესის განმავლობაში. დამატებით, როგორც კი მოხდა შედეგების დათვლა, გაიმართა მაღალი დონის საუბრები საქართველოს მთავრობასთან იმ საჭიროების შესახებ, რომ არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემები გამჭვირვალედ გადაჭრილიყო. მაშინვე, როდესაც 19 ნოემბერს დაიწყო არჩევნების შედეგების გამოცხადება, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაუყოვნებლივ გამოხატა უკმაყოფილება შედეგებთან და და ქვეყნის მმართველობასთან მიმართებაში. 2003 წლის 21 ნოემბერს აშშ-ის მთავრობამ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომლის ტექსტიც შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო დეპარტამენტის არქივში, შემდეგ ბმულზე:
https://2001-2009.state.gov/r/pa/prs/ps/2003/26539.htm

განცხადებაში ვკითხულობთ:

ამერიკის შეერთებული შტატები დიდად იმედგაცრუებულია საქართველოში ორ ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით, რომელმაც ვერ გაამართლა საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულება აშშ-ისა და ეუთოს წინაშე. ხმების დათვლის დაგვიანებამ და შედეგებით მანიპულირებამ გამოააშკარავა ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს მთავრობის მხრიდან ხალხის ნების უგულვებელჰყოფა.

2003 წლის 13 ნოემბერს, ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, დუგლას დავიდსონმა, თავის განცხადებაში მოუწოდა „საქართველოს მთავრობას, რათა მათ უზრუნველეყოთ, რომ ხმის მიცემა ამჯერად ჩატარებულიყო საერთო საარჩევნო კოდექსის, საერთაშორისო და ეუთოს სტანდართებთან შესაბამისობაში.“ეუთოს განცხადება შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://2001-2009.state.gov/p/eur/rls/rm/2003/26256.htm"- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42