პოროშენკოს რისკი - სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გამო უკრაინას სანქციები ემუქრება?
პოლიტიკა - 16:49, 17 Nov, 2016     18125
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვან.

უკრაინის ხელისუფლების ოპოზიციაში გადასული სააკაშვილი წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ - პრეზიდენტმა პოროშენკომ იგორ კონონენკოს და მის თანამზრახველ გრანოვსკის (რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორუფციულ პირამიდაში სასამართლო საქმეების არაფორმალური კურატორია) დაავალა სასამართლო გადაწყვეტილებით მოამზადონ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის.

თუმცა, როგორც სააკაშვილი განმარტავს, უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით აღნიშნული გეგმის განხორციელება შეუძლებელია.

რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა და მისი საქართველოში ექსტრადაცია უკრაინის რადას დეპუტატმა „ოპოზიციური ბლოკიდან“ ვადიმ რაბინოვიჩმა მოითხოვა.

დღეს კი ფრაქციის "რადიკალური პარტიის" ლიდერი ოლეგ ლიაშკო აცახდებს, რომ პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა უკანონოდ მიანიჭა, ამიტომაც უნდა ჩამოერთვას.

დაკარგავს თუ არა სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეობას და რა საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი, საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულვებელყოფისთვის? - ამ საკითხზე „ნიუპოსტი“ სამართლის ექსპერტს ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.

მისი თქმით, ”უკრაინა არის ევროსაბჭოს ფარგლებში შემუშავებული და ხელმოწერილი ”მოქალაქეობის შესახებ ევროპული კონვენციის” მონაწილე, რომლის მიხედვითაც კონვენციის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე ამ მოქალაქეობას განსაკუთრებული გამონაკლისის გარდა არ კარგავს“.

"ოდესის ყოფილი გუბერნატორი, უკრაინულ პოლიტიკურ სივრცეში ახლადშესული ორგანიზაციის ლიდერი ტყუილად სწუხს, რომ სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფით ვინმე შეძლებს მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას. ევროპული კონვენცია მოქალაქეობის შესახებ, რომლის წევრიც არის უკრაინა, ასევე უკრაინის კონსტიტუცია და უკრაინის კანონი მოქალაქეობის შესახებ იცავს ამ ქვეყნის მოქალაქეს დაუსაბუთებელი ან პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებისგან. უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევისას ორი რამ უნდა გაითვალისწინოს ყველამ: ჩემს მიერ უკვე დასახელებული ევროპული კონვენცია და უკრაინული კანონმდებლობა. პირველი დაუშვებლად მიიჩნევს, რომ მოქალაქე მოქალაქეობის გარეშე დარჩეს მანამდე, ვიდრე სხვა ქვეყნის მოქალაქეობას არ მიიღებს. ამ შემთხვევაში უკრაინა მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ მას სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ექნება და მეორე უკრაინის მოქალაქეობა შეიძლება შეწყდეს კანონით განსაზღვრული კონკრეტული მიზეზებით, რომელთა შორისაც საკაშვილთან დაკავშირებით არც ერთი საფუძველი არ არსებობს. მაგალითად უკრაინის მოქალაქე შესულა უცხო ქვეყნის სამხედრო ძალებში, ან უკრაინის მოქლაქეობა ყალბი დოკუმენტებით ან დანაშაულებრივი გზით მოიპოვა. სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს"- უთხრა "ნიუპოსტს ლევან ალაფიშვილმა.

სამართლის ექსპერტის შეფასებით, თუ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო "რისკზე წავა" და სააკაშვილს მოქალაქეობას შეუწყვეტს ევროსასამართლო მის წინააღმდეგ სანქციებს აუცილებლად გამოიყენებს.

"ამ შემთხვევაში, როგორც შიგნით, უკრაინის სასამართლო და ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლო სააკაშვილის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოქვეყნებას არ დააყოვნებს. თუკი ვიმსჯელებთ არამარტო უკრაინის, არამედ ევროპული სასამართლოს ბერკეტებზე, ამას შესაბამისი აღსრულება მოჰყვება, კონკრეტული ზიანი იქნება თუ სხვა, რაც საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია. ასეთი მარტივი არ არის საერთაშორისო სამართლის უგულვებელყით იქნას მიღებული გადაწყვეტილება, მას აუცილებლად მოჰყვება სამართლებრივი შედეგები. არ ვფიქრობ, რომ ეს განცხადებები რეალურია და არც იმის მჯერა, რომ პოროშენკომ კანონსაწინააღმდეგო გზით დაიწყოს სიარული, ეს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ მის სახელმწიფოს სიტუაციას კიდევ უფრო გაურთულებს. სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა არც პოროშენკოსთვის იქნება პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება. როდესაც პოლიტიკურ სცენაზე ახლადშესული პოლიტიკოსი გახდება ამდაგვარი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მსხვერპლი, პირველ რიგში ეს გადაწყვეტილებების მიმღებს აზარალებს"- აღნიშნა სამართლის ექსპერტმა.

დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42