"გამონაკლის შემთხვევაში მინისტრს უფლებამოსილება აქვს დანიშნოს თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურე"
პოლიტიკა - 14:08, 17 Nov, 2016     1821
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალჩინოსნებმა სერგო ნინუას და გიორგი ცაბაძის თანამდებობებიდან წასვლა შეაფასა. მისი თქმით, "მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი ნინუასა და გიორგი ცაბაძის დანიშვნის, რაც აბსოლუტური სიცრუეა".
მისივე თქმით, გამონაკლის შემთხვევაში მინისტრს უფლებამოსილება აქვს დანიშნოს თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურე.

"თქვენ ალბათ იხილეთ ის ბრძანება, რომელშიც მართლა გაწერილია გარკვეული საკვალიფიკაციო კრიტერიუმები. აქვე მითითებულია, რომ გამონაკლის შემთხვევაში მინისტრს უფლებამოსილება აქვს დანიშვნოს შესაბამის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურე. მინდა განვუმარტო საზოგადოებას, რამ განაპირობა ეს გამონაკლისი: ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვყავს იმდენი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ყველა ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. საუბარია ენის ცოდნასა და სხვა კრიტერიუმებზე, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება... თქვენ თუ გადახედავთ წინამორბედების გადაწყვეტილებებს, ნახავთ, რომ თითქმის უმრავლესობა გადაწყვეტილებების არის საგამონაკლისო წესით მიღებული. აქ ლაპარაკია გაცილებით უფრო მაღალ თანამდებობებზე, ვიდრე ამ ორ პიროვნებას ეხება. თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ეს მარტო იზორიას მინისტრობის დროს ხდება, ეს არის ტყუილი
”ჩვენ ვაპირებთ სერიოზულ რეფორმებს. პირადი გამოცდილება მაქვს რეფორმებთან დაკავშირებით. როდესაც პოლიციის აკადემიის რექტორი ვიყავი და ვქმნიდით ახალ პოლიციას საპატრულო პოლიციის სახით, მე გამოცდილი მაქვს შემოტევა, მაგრამ ჩვენ ეს რეფორმები ღირსეულად მივიყვანეთ ბოლომდე და დღეს ამაყი ვარ, რომ ამ რეფორმებში ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი. ვპირდები საზოგადოებას, რომ თავდაცვის სამინისტროში ეს რეფორმები გაგრძელდება და არ შეჩერდება. დაპირისპირების ფონზე ორმაგი მოტივაცია მაქვს, რომ ეს რეფორმები განვახორციელოთ”, - განაცხადა იზორიამ.

მინისტრის თქმით, ის საფუძველი, რომელიც განპირობებული იყო ნინუასა და ცაბაძის დანიშვნასთან დაკავშირებით, იყო კონკრეტული ხედვა, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ და ეს ხდება აბსოლუტურ თანხვედრაში მის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტთან, რომელიც ითვალისწინებს ავიაციასაც.

”ჩვენ უნდა ავიღოთ სწორება თავდაცვის სისტემებზე. ჩვენ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას პირდაპირ, თუ რამდენად ეფექტურად იხარჯება მათი გადასახადები. უნდა შევიძინოთ თუ არა ბომბდამშენები, რომელიც ათობით მილიონ დოლარს აღემატება, თუ ვიყოთ უფრო ორიენტირებულები ისეთ თავდაცვის სისტემებზე, რომელიც ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ოპტიმალურად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ამ ორი პიროვნების ხედვა სრულიად თანხვედრაში იყო ამ სტრატეგიასთან”, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42